ბიზნესი
06/10/2020

“08 ჯგუფმა” ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოიტანა

“08 ჯგუფმა”  ვებ-გვერდი  www.infoshop.ge შექმნა, რომელიც მომხმარებელს საქართველოში მოქმედი კომპანიების შესახებ ინფორმაციას სთავაზობს.

“08 ჯგუფმა” ბაზარზე ახალი პროდუქტი, ვებ-გვერდი  www.infoshop.ge გამოიტანა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იპოვოს ბიზნეს ინფორმაცია 70,000-ზე მეტი აქტიური კომპანიის შესახებ საქართველოში. საიტის მეშვეობით, მომხმარებელებს შეუძლიათ სასურველი კომპანიების მოძიება 100-ზე მეტი კრიტერიუმის მიხედვით და შერჩეული კომპანიების შესახებ ბიზნეს ინფორმაციის მარტივად გადმოწერა. მონაცემების გამოყენება შესაძლებელია როგორც სასურველი სეგმენტისთვის შეთავაზებების გასაგზავნად და ბიზნესის გაყიდვების გასაზრდელად, ისე კვლევითი და სხვა მიზნებისათვის.

როგორც “08 ჯგუფში” აცხადებენ, InfoShop-ის კონკურენტულ უპირატესობას მისი გამოყენების სიმარტივე, ინფორმაციის ხარისხი და მისი გუნდი წარმოადგენს.

“08 ჯგუფი” საინფორმაციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2008 წლიდან მოღვაწეობს და ფლობს ბიზნეს ინფორმაციის ყველაზე დიდ და სანდო მონაცემთა ბაზას საქართველოში.

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ინფორმაციის რეგულარულად მოძიება, დამუშავება და განახლება, ისე მომხმარებლებლისათვის ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება. “08 ჯგუფი” აერთიანებს სხვადასხვა პროდუქტებს და სერვისებს: საინფორმაციო ქოლ-ცენტრ 11808-ს და სხვადასხვა აუთსორსულ მომსახურებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023