ბიზნესი
28/02/2023

1-ლი მარტიდან "მსოფლიო საფოსტო კავშირის" "წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საქართველოს ფოსტა ჩაატარებს

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეათედ გაიმართება. 

"საერთაშორისო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრი 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსს. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი მონაწილეობს. სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას. 

დაჯილდოვდება ყველა მონაწილე. გამოვლინდება საუკეთესო სამეული, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. 

2023 წლის საკონკურსო თემაა „წარმოიდგინე, რომ ხარ სუპერ გმირი და შენი მისია არის,  მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  გახადო უსაფრთხო ყველა გზა ბავშვებისთვის. მიწერე წერილი სასურველ პიროვნებას და ახსენი, თუ რა სუპერ ძალები დაგჭირდება, შენი მისიის შესასრულებლად“ ("Imagine you are a super hero and your mission is to make all roads around the world safer for children. Write a letter to someone explaining which super powers you would need to achieve your mission"). კონკურსის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია. 

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 2023 წლის  9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო  დღეს, ქალაქ ბერნში, შვეიცარია. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 9 - 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინება: 

  • სავალდებულოა, ნაშრომში შენარჩუნებულიიყოს წერილის ფორმა.
  • სავალდებულოა, წერილი იწყებოდეს მისალმებით.
  • სავალდებულოა, მითითებული იყოს, როგორც გამგზავნის, ასევე,  მიმღებისმონაცემები.
  • სავალდებულოაწერილი სრულდებოდეს გამგზავნის ხელმოწერითა და თარიღით.
  • სავალდებულოანამუშევრის შინაარსი პასუხობდეს კონკურსის თემატიკას.
  • კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოსგამოყენებული, გამოქვეყნებული. 
  • სავალდებულოა, წერილში, სიტყვათა რაოდენობა არ აღემატებოდეს 1000 ერთეულს.
  • წერილი, შესაძლებელია შესრულებული იყოს ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენებზე.
  • მონაწილევალდებულია წარმოადგინოს, როგორც ხელნაწერი ნაშრომი, ასევე, მისი ელექტრონული ვერსია. ელექტრონული ვერსიის და მონაწილის საკონტქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, მისამართი) გაგზავნოს მისამრთზე: letter@gpost.ge
  • მხოლოდ ნამუშევრის ელექტრონული ფოსტით მიწოდების შემდგომ, მოხდება მონაწილეობის მსურველის კონკურსში რეგისტრაცია. წერილის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მონაწილემ, უნდა წარმოადგინოს ნაშრომის დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად მოხდება კანდიდატის კონკურსიდან მოხსნა.
  • აპლიკანტი ვალდებულია ნაშრომი წარმოადგინოს დალუქული კონვერტით და კონვერტზე დატანილიიქნას შემდეგი წარწერა: “წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი 2023“. სხვა ნებისმიერი: სახელი, გვარი, ზედმეტსახელი, პირობითი სახელის ან მაიდენტიფიცირებელი ნიშნის და/ან რაიმე სიმბოლოს დატანა იკრძალება.
  • კონკურსანტს შეუძლია ისარგებლოს ახლომდებარე საფოსტო სერვისცენტრის მომსახურებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ანგანათავსოს ნაშრომი „საქართველოს ფოსტის“ საფოსტო შემკრებ ყუთში. მომსახურება უფასოა.
  • ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია 5 დღის ვადაში ისარგებლოს საფოსტო მომსახურებით და გაგზავნოს ნაშრომის დედანი (სასურველია ხელნაწერი).
  • კონკურსის პირობიდან გამომდინარე, ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს მოსწავლის და არა მშობლის ან პედაგოგის ან სხვა მესამე პირის მიერ.

წერილის ავტორი აცხადებს თანხმობას, რომ „საქართველოს ფოსტა“:

  • დაამუშავებსმის პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • საჯაროდ გამოაქვეყნებსწერილის შინაარსს წერილის ავტორის დამატებითი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

ნამუშევრების მიღების თარიღი: 2023 წლის 1 მარტიდან.

საკონკურსო ნამუშევრის ელ. ფოსტაზე და საფოსტო სერვისცენტრში მიღების საბოლოო თარიღია 2023 წლის 1 აპრილი.

ნამუშევრები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

შპს „საქართველოს ფოსტა“

ქ. თბილისი, სადგურის მოედანი 2

0100 თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32 2240909

ელექტრონული ფოსტა: letter@gpost.ge

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023