ბიზნესი
10/04/2023

1 პასკის ფასი 130 ლარია, 2 პასკა - ₾290 ღირს -"ჩირჩხელას" პასკებზე მოთხოვნა მზარდია

კომპანია „ჩირჩხელას“ მაღალფასიან პასკებზე მოთხოვნა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გარდა სხვადასხვა ჩირეულობისა, კომპანიამ უკვე მესამე წელია პასკების წარმოება დაიწყო. როგორც კვაჭანტირაძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე პასკებზე შეკვეთები უკვე გააქტიურებულია.

„ჩირჩხელამ“ სულ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში  ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც განმარტებულია, რომ  ერთი პასკის ფასი 130 ლარია, ხოლო 2 პასკა 290 ლარი ღირს. კითხვაზე, რატომ ღირს 2 პასკა 260  ლარის ნაცვლად 290 ლარი, კვაჭანტირაძე აცხადებს,რომ ეს კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილია. 

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა მარკეტინგული აქტივობა და კომუნიკაცია გამოვიყენოთ პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. პარტიზანული მარკეტინგი მიღებული ფორმაა, რომელსაც ყველა დიდი ბრენდი მიმართავს,“-აცხადებს კვაჭანტირაძე.

მისი თქმით, რამდენიმე დღეში პროდუქციას ფასი დააკლდება, თუმცა,  მსგავსი აქტივობები ადამიანებში პოზიტივს იწვევს.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, მათი მომხმარებლები ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები არიან.

სააღდგომოდ პროდუქციის ქსელურ მარტკეტებში შეტანა არ იგეგმება, რადგან, როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, იქ ისედაც დიდი არჩევანი იქნება და მათი პროდუქცია დაიკარგება. რეალიზაცია ამ ეტაპზე ძირითადად ონლაინ გაყიდვების საშუალებით ხდება, თუმცა მომხმარებელს პასკის შეძენა ადგილზე მისვლითაც შეუძლიათ.

ცნობისთვის, „ჩირჩხელა“ ოჯახური ბიზნესია, რომელიც ბაზარზე 6 წელია ოპერირებს და თბილისში (ვაკე)   ერთ მაღაზიას ფლობს.

კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა სახის ქართული ნუგბარის ნაირსახეობასა და პასკების ასორტიმენტს სთავაზობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023