ბიზნესი
09/05/2023

10 ათასამდე ხის მოჭრის ნაცვლად, მაკულატურა გვაქვს შეგროვილი და გადამუშავებული - "მწვანე საჩუქარი"

„გარემოზე ზრუნვა ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ გავხადოთ, მაკულატურას ვაგროვებთ, მისი გადამუშავებით მიღებული ქაღალდისაგან კი სხვადასხვა ეკო-დამზოგავ პროდუქტს ვქმნით“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარის“ დამფუძნებელმა დაჩი ჯანელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, წარმოებული პროდუქტების სია საკმაოდ დიდია. „ამ გზით ვცდილობთ, ნარჩენების დახარისხება და გადამუშავება წავახლისოთ. ამას წინათ, დავთვლეთ და 10 ათასამდე ხის მოჭრის ნაცვლად, მაკულატურა გვაქვს შეგროვილი და გადამუშავებული“,- აღნიშნა დაჩი ჯანელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ქაღალდისგან კონკრეტული ნივთის მიღებამდე, საკმაოდ რთულ გზას გადიან. მთავარი დაბრკოლება ეკო-მეგობრული ნივთების მიმართ ცნობადობის სიმცირე და მაკულატურის შეგროვების პროცესია. ადგილობრივ ბაზარზე, რთულია უკვე გადამუშავებული ქაღალდის მოძიებაც, ამიტომ, „მწვანე საჩუქრის“ დამფუძნებელი აპირებს, საკუთარი პატარა საწარმო შექმნას, სადაც ქაღალდს თავადვე გადაამუშავებს და თუ ახლა, მის მიერ წარმოებულ პროდუქტს მხოლოდ კონკრეტული კომპანიები, ან ორგანიზაციები ყიდულობენ, ის ქაღალდის ეკომეგობრულ ნივთებს საცალო ქსელშიც შეიტანს.

ცნობისთვის, „მწვანე საჩუქარი“ პირველი  გარემოსდაცვითი სოციალური საწარმოა საქართველოში, რომელიც ამჟამად თვეში 5 ტონამდე მაკულატურას აგროვებს და მისგან ეკო-დამზოგავ კონვერტებს, ქაღალდის ჩანთებს, ბლოკნოტებს და სხვა ნივთებს ქმნის.

სოციალური საწარმო გეგმავს, შეგროვებული მაკულატურის რაოდენობა 10 ტონამდე გაზარდოს, შედეგად პროდუქტების რაოდენობაც გაიზრდება.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023