ბიზნესი
04/01/2023

15 იანვრიდან წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება

2023 წლის 15 იანვრიდან წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. კანონის მიხედვით სახელმწიფო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებელი იქნება, რაც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაცით, თავდაპირველად იმოქმედებს გარკვეული გარდამავალი პერიოდი.

„იმისთვის, რომ მედიკამენტების რაციონალური გამოყენება მოხდეს და მათზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს, რეფერენტული ფასები არის ერთერთი ძალიან ეფექტური მექანიზმი, რასაც  ევროპის რეგიონის 30-ზე მეტი ქვეყანა იყენებს და ამ გამოცდილებას ასევე იზიარებენ სხვა ქვეყნებიც. ჩვენ გვაქვს მაღალი მზაობა, რომ დადგენილ ვადებში ფასები განისაზღვროს 50-მდე მოლეკულაზე – სულ არის 1000-1200 მედიკამენტი. სამუშაო პროცესი ღიაა, სექტორის მონაწილეებისგან შენიშვნები მოდის და ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება. 15 იანვრიდან ეს სისტემა გაეშვება, გარკვეული გარდამავალი პერიოდი აქ გათვალისწინებულია იმისთვის, რომ ორივე მხარეს მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდეს და საქართველოს მოქალაქეებმა უკვე რეალურად იგრძნონ ის სიკეთე, რომელიც რეფერენტული ფასების  ამოქმედებას დაუკავშირდება,“- განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ამოქმედდება, 2023 წლის ბოლომდე კი მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე ამოქმედდება. რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო ზედა ზღვარს დააწესებს თუ რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით უნდა დადგინდეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023