ბიზნესი
26/04/2021

2020 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირება 45%-ით შემცირდა

2021 წლის სამ თვეში 364 ათასამდე სატრანსპორტო საშუალების ტექინსპექტირება განხორციელდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აქედან 249 ათასამდე ავტომობილმა მოთხოვნები დააკმაყოფილა, 114 ათასამდე დახარვეზდა, 1200- მდე ავტომობილს კი გზაზე გადაადგილება აეკრძალა.

რაც შეეხება 2019-2020 წლების სტატისტიკას: აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თითქმის განახევრდა იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებმაც ტექინსპექტირების ცენტრებს ტექნიკური ინსპექტირებისთვის მიმართა.

საერთო ჯამში კი 2020 წელს ინსპექტირება 525 471-მა ავტომობილმა გაიარა. 2019-ში კი ეს მაჩვენებელი 968 868 ერთეული იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ავტომობილთა სავალდებულო ტექინსპექტირება მთლიან ავტოპარკზე 2019 წლის პირველი იანვრიდან გავრცელდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023