ბიზნესი
28/09/2020

2021 წლის ბოლოს "მთის წყალი“ ბაზრის ლიდერი გახდება - თემურ ჭყონია

„მთის წყლის“ გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა. როგორც მწარმოებელი კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი, თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ბრენდის გამოჩენიდან ერთი წლის თავზე სერიოზულ წარმატებას ელის.

„ძალიან საინტერესო კვლევების შემდეგ მივხვდით, რომ მტკნარი წყლის წარმოება ჩვენთვის ყოფილა საინტერესო და სასარგებლო. რა გათვლაც გვქონდა, იმაზე დაახლოებით 3.7%-ჯერ მეტი მივიღეთ,“ - აცხადებს თემურ ჭყონია.

რაც შეეხება იმას, თუ რა წილს დაიკავებს „მთის წყალი“  ბაზარზე 1-წლიან პერიოდში და იქნება თუ არა ის ბაზრის ლიდერი, თემურ ჭონია აცხადებს, რომ უახლოესი თვეების შედეგებს წინასწარ ვერ იტყვის, თუმცა, 1 წლიან პერიოდში „მთის წყალი“ ბაზრის ლიდერი აუცილებლად გახდება.

„ჩვენ არ ვიცით ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერის პერიოდში, უფრო მეტიც, დაახლოებით თებერვლამდე მტკნარი წყლის ბაზარზე რა სიტუაციაა, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა რეალიზაციის მაჩვენებელი არსებობს. ამიტომ, ცოტა გვიჭირს რეალური ციფრების ახლა დასახელება და დაგეგმვა, თუმცა, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გამოცდილებაც მივიღეთ, სერიოზულ წარმატებას ველით. 2021 წლის ბოლოს ვფიქრობთ, რომ ბაზრის ლიდერები გავხდებით,“ - აცხადებს თემურ ჭყონია.

შეგახსენებთ, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ წარმოებული სასმელი „მთის წყალი“ ნახევარლიტრიან და ლიტრანახევრიან პლასტმასის ბოთლებში 2020 წლის ივლისიდან იყიდება. „მთის წყალის“ ბრენდის შექმნაში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 3,2 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023