ბიზნესი
13/02/2023

2022 წელს საქართველოში ლუდის აქციზური მარკების რაოდენობა შემცირდა

2022 წელს საქართველოში ადგილობრივი და იმპორტირებული ლუდის აქციზური მარკების ჯამურმა რაოდენობამ 75 280 476 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,1%-ით ნაკლებია.
 
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-დეკემბერში ადგილობრივი ლუდის შემთხვევაში გაცემული აქციზური მარკების რაოდენობამ 63,9 მლნ შეადგინა.
 
რაც შეეხება იმპორტირებულ ლუდს, ამ შემთხვევაში 11,3 მლნ აქციზური მარკა გაიცა. 
 
აღსანიშნავია, რომ აქციზური მარკების რაოდენობა ლუდის ბაზრის მოცულობის შეფასების ინდიკატორად არ გამოდგება. ვინაიდან ერთი ერთეული აქციზი, შეიძლება შეესაბამებოდეს როგორც ერთ ქილას ისე 50 ლიტრს.
 
სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, გასული წლის 11 თვის მონაცემებით, ლუდის ბაზრის მოცულობამ 125 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 5%-იანი ზრდაა.
 
 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023