ბიზნესი
06/01/2023

2023 წლიდან "მანნას" ჩაი აშშ-ს ბაზარზეც გაიყიდება

სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამაფასოებელი კომპანია „მანნას“ დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ 2023 წლიდან კომპანიის მიერ წარმოებული ჩაი ამერიკის ბაზარზეც შევა.

როგორც ღურჭუმელია განმარტავს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ დროისთვის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული.

ამ დროისთვის „მანნას“ პროდუქცია აქტიურად იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ევროპის მიმართულებით.

ღურჭუმელიას ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვების 30% ექსპორტზე მოდის. 2022 წელს ადგილობრივი გაყიდვების მიმართულებით სერიოზული ზრდა მოხდა. მათ შორის, გაიზარდა მოთხოვნა HoReCa სექტორიდან, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ბათუმის  და ბაკურიანი-გუდაურის რეგიონიდან.

საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ 2017 წელს გაიხსნა, თუმცა, პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2018 წლიდანაა. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.

 ქარხნის წარმადობა თვეში ამ ეტაპზე 10-12 ტონა ჩაის გადამუშავებაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023