ბიზნესი
17/09/2020

2.2 მლნ-იანი ინვესტიცია გარდაბანში - "ჩემი რანჩო“ წარმადობას აორმაგებს

ბიზნესმენი ვანო იოსელიანი ბოცვრის წარმოებას აფართოებს. „ჩემი რანჩოს“ დამფუძნებელმა გარდაბანში დამატებით ორი ფერმის მშენებლობა უკვე დაასრულა.

პროექტში 2.2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, წარმადობა კი ორჯერ გაიზარდა, რაც წელიწადში დაახლოებით 200 ტონა ბოცვრის ხორცის წარმოებას გულისხმობს. ამჟამად ფერმებში ბოცვრების მოშენების პროცესი მიმდინარეობს. ორივე ფერმა გარდაბანში 1 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული.

როგორც ვანო იოსელიანი აცხადებს, წლის ბოლომდე ადგილობრივ ბაზარზე ბოცვრის ხორცი დაფასოებული სახით გაიყიდება. კომპანია „ჩემი რანჩო“  ბოცვრის გარდა, სხვა შინაური ხორცის წარმოებასაც არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, ვანო იოსელიანმა სოკოს ბიზნესიდან მებოცვრეობაში 2017 წლის ბოლოს გადაინაცვლა. გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში  არსებული  კომპლექსი მოიცავს როგორც  ფერმას, გადამამუშავებელ საწარმოს, ისე ლაბორატორიებს და სასაკლაოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023