ბიზნესი
24/03/2020

3D პრინტერზე დაბეჭდილი სარქველები COVID-19-ის წინააღმდეგ – Edison-ის შეთავაზება ექიმებს

კორონავირუსის დასაძლევად, ქართული კომპანია Edison Tech Solutions-ი სახელმწიფოს 3D პრინტერზე დაბეჭდილ სარქველებს სთავაზობს. ვინაიდან სარქველების ქარხნული ვარიანტები კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოში დეფიციტშია და არც თუ ისე იაფი ღირს, კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოს საავადმყოფოებს ქარხნული სარქველების ჩასანაცვლებელი ვარიანტი სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზოს.

ნაწარმი COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს სუნთქვაში ეხმარება. უფრო კონკრეტულად, სარქველი უერთდება ჟანგბადის ბალონსა და ვენტილატორს, რომელიც ადამიანს სუნთქვაში მექანიკურად ეხმარება მაშინ, როდესაც ფილტვებს ეს უჭირს.

ერთი ცალი სარქველის დაბეჭდვას 3D პრინტერი დაახლოებით 2 საათს ანდომებს. შესაძლებელია ერთ ბეჭდვაზე, რამდენიმე სარქველის ერთად გაშვებაც, რაც დროის მოგების საშუალებას იძლევა. კომპანია გარკვეული რაოდენობის 3D პრინტერებს ფლობს და რამდენიმე ასეული ცალი სარქველის დამზადების რესურსი გააჩნია.

როგორც Edison Tech Solutions-ის დამფუძნებელმა გივი ბერიძემ ბიზნესპარტნიორთან აღნიშნა, საქართველოში 3D პრინტერების დიდი ბაზა არსებობს და საჭიროების შემთხვევაში სარქველების დაბეჭდვა და მიწოდება მოკლე დროში მოხდება.

„ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყველა გზას უნდა მივმართოთ და ეს სარქველები გამოვიყენოთ. საჩვენებელი მოდელი დავამზადეთ PLA ბიოდეგრადირებად მასალაზე, რომლის დამუშავება სტერილურად შესაძლებელია. კარგი იქნებოდა გვქონოდა sls პრინტერი საქართველოში, რომელზეც უფრო უკეტესი მასალით PA12-ით მოხდებოდა დაბეჭდვა. თუ საჭირობა დადგება სარქველების გამოყენებისა ჩვენ ვაპირებთ პოლიეთილენის მასალით დავბეჭდოთ ისინი, რადგან სარქველები სტერილურად ყველაზე კარგად FDM ტიპის პრინტერებში მუსლშავდებიან,“ – Edison Tech Solutions-ის დამფუძნებელი გივი ბერიძე.

ვინაიდან, სხვადასხვა ბრენდის ვენტილატორებს სხვადასხვა ვიზუალის სარქველი აქვს, Edison Tech Solutions მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში არსებული ჟანგბადის აპარატებისათვის კონკრეტული მოდელი დახაზოს, მოარგოს მას და შემდგომ დაბეჭდოს 3D Printer-ებზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023