ბიზნესი
26/10/2021

4 მიზეზი რატომ წესდება სტანდარტიზებული შეფუთვა თამბაქოზე

2022 წლის 31 დეკემბრიდან სტანდარტიზებული, ანუ ე.წ. სადა შეფუთვის გარეშე თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია აიკრძალება. 

კონკრეტულ მუხლს, რომელიც 2022 წლის ბოლოს შევა ძალაში, "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი ითვალისწინებს. 

კოლოფზე დატანილი იქნება ბრენდების სახელები სტანდარტული შრიფტით და ქვესახეობები, რათა როგორც გამყიდველს, ისე მომხმარებელს პროდუქტის იდენტიფიცირება არ გაუჭირდეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თამბაქოს ნაწარმის ე.წ. სადა შეფუთვის მიზნებზე საუბრობს. 

მათი თქმით, აღნიშნულის ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს:

1. თამბაქოს ნაწარმისადმი მიმზიდველობის შემცირებას;

2. თამბაქოს შეფუთვის საშუალებით თამბაქოს რეკლამირების და პოპულარიზაციის შემთხვევების აღმოფხვრას;

3. იმგვარი შთაბეჭდილების შექმნის თავიდან არიდებას მომხმარებლებში, თითქოს რომელიმე თამბაქოს პროდუქტი სხვა პროდუქტებზე ნაკლებად მავნებელია;

4. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დატანილი სამედიცინო გაფრთხილებების შემჩნევადობის და მისი ეფექტიანობის გაძლიერებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023