ბიზნესი
30/10/2020

5%-ით შემცირებული გაყიდვები - “საქკაბელი“ პანდემიის პერიოდში

კომპანია „საქკაბელს“ გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 5%-ით შეუმცირდა. როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი  ედიშერ მამალაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, შემცირებულია  ექსპორტიც.

„მიმდინარე წლის მარტ-აპრილში, როდესაც ყველაფერი დაიკეტა, მაშინ ავამოქმედეთ ონლაინ გაყიდვების სერვისიც. მაშინ რეალიზაციას ამ ფორმით ვახდენდით. ონლაინ სერვისი დღესაც მოქმედებს, თუმცა მომხმარებელი პროდუქციის მაინც ადგილზე შეძენას ანიჭებს უპირატესობას,“ - აცხადებს ედიშერ მამალაძე.

ქარხანაში დამზადებული კაბელები 2010 წლიდან ექსპორტზე სომხეთში გადის. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ბრენდული მაღაზიაც აქვს, მათ შორის, 3 - თბილისში.

სს "საქკაბელი" საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქარხანა 1958 წელს დაარსდა. მის ძირითადი ფუნქცია 74 დასახელების 2000-მდე სპეციფიკაციის კაბელების წარმოებაა. 2012 წელი სს საქკაბელში რებრენდინგი განხორციელდა.

კომპანიამ 2016 წელს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში წარმოება გადაიარაღა. ქარხანა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მანქანა-დანადგარებით, რამაც კომპანიას  უახლესი საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ისეთი პროდუქციის წარმოების საშუალება მისცა, როგორიცაა ეკოლოგიურად სუფთა ჰალოგენის გარეშე კაბელი.

2018 წელს “საქკაბელის” წარმოებულ პროდუქციას მიენიჭა CE მარკირება, რომელიც გულისხმობს პროდუქციის სრულ შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023