ბიზნესი
21/03/2023

"500 ლარად რომ ამუშავებდნენ მზარეულებსა და მიმტანებს, ეს დრო აღარ არის“

„კადრების დეფიციტი არის, ის არსად წასულა და უფრო და უფრო რთულდება სიტუაცია, რადგან ქვეყანას უფრო მეტი ადამიანი ტოვებს“, - ცნობილი შეფ-მზარეული და რესტორნების ქსელის მფლობელი თეკუნა გაჩეჩილაძე სარესტორნო ბიზნესის გამოწვევებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ პროფესიონალი კადრების მოძიება სექტორში ძალიან გაჭირდა. 

„ამიტომ, ჩვენ ვეძებთ ახალბედა, დამწყებ მზარეულებს. ვცდილობთ, რომ გადავამზადოთ, მოვამზადოთ და ჩვენივე კადრები აღვზარდოთ.  სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა თეკუნა გაჩეჩილაძემ.

მისივე ინფორმაციით, სარესტორნო ბიზნესმა კადრების შენარჩუნების მიზნით, ხელფასები მკვეთრად გაზარდა.

„ადრე 500 ლარად რომ ამუშავებდნენ მზარეულებსა და მიმტანებს, ეს დრო ნამდვილად  აღარ არის.  მე ვფიქრობ, ბიზნესებმა უნდა დააფასონ კადრების შრომა და გაზარდონ ხელფასები ბაზრის მოთხოვნის მიხედვით. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივ კადრებსაც ვერ იპოვიან, არათუ პროფესიონალებს. ეს რთულია, მაგრამ აუცილებელია“, - განმარტა ცნობილმა რესტორატორმა.

შეგახსენებთ, შეფ-მზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძე რესტორნების ქსელის მფლობელია, რომელიც  აერთიანებს მაღალი კლასის სამ რესტორანსა და კულინარიულ სკოლას, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. ქსელი წარმოდგენილია ორი რესტორნით: "კულინარიუმ ხაშერია" და "ტაკერია".

გარდა ამისა, თეკუნა გაჩეჩილაძე არის კახეთში,დასასვენებელი სივრცის „ვერცხლის ბაღები“ (silver lakes farm)  თანადამფუძნებელი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023