ბიზნესი
02/02/2023

"A კატეგორიის ლიცენზია, ფაქტობრივად ფასიანი ქაღალდია, რომელიც, მისი მფლობელისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს"

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ტაქსების რეფორმის მე-3 ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის მიერ იყო ორგანიზებული.

ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილება მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ტაქსის მძღოლებისთვის, ვინაიდან სწორედ მათ ინტერესებზეა მორგებული და მოიცავს მნიშვნელოვან შეღავათებს, რაც მათ საქმიანობას უფრო სარფიანს გახდის.

„აღსანიშნავია, რომ ლიცენზია, რომელსაც იღებენ ტაქსის მძღოლები, ამიერიდან იქნება არა უბრალო ქაღალდი, არამედ ფასიანი ქაღალდი/აქტივი თავისი ღირებულებით და მის მფლობელებს მისცემს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობებს. პოზიტიურად ვაფასებთ ამ რეფორმას, ვინაიდან ზემოხსენებული ხელს შეუწყობს ამ ადამიანების ბიზნეს აქტივობისა და კეთილდღეობის ზრდას. ამასთან, ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა იდეა, რომ A კატეგორიის  უვადო ნებართვის მქონე პირს შესაძლებლობა ექნება შესაბამისი პლატფორმის მეშვეობით გააქირაოს ან გაყიდოს მის კუთვნილებაში არსებული ლიცენზია.

როგორც ზემოთაც ითქვა, ეს ნებართვა/ლიცენზია ხდება ფასიანი ქაღალდი, რომელიც, მისი მფლობელისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს. ამას გარდა, პირადად ჩემთვის ღირებული და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ტაქსების რეფორმით ქ. თბილისის მერიამ ეს პროფესია და ამ პროფესიით დასაქმებული ადამიანები დააფასა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმერი პროფესია სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული, თუ გვინდა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და განვითარება გვქონდეს“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023