ბიზნესი
16/03/2021

აბგა: ტყავის აქსესუარების წარმოებაზე კონკურენცია საკმაოდ გაზრდილია

ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების ბრენდი „აბგას“ დამფუძნებელი თეა გოროზია „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ ტყავის ნაწარმზე კონკურენცია გაზრდილია.

„აბგას“ იდეა ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, 10 წლის უკან გამიჩნდა. ნელ–ნელა იდეა დავხვეწე და გადავწყვიტე შემექმნა განსაკუთრებული, ექსკლუზიური ჩანთები და აქსესუარები. ამას დაემთხვა ისიც, რომ ხელი მიმიწვდებოდა ნედლეულზე, სხვადასხვა ფერისა და სტუქტურის ტყავზე. ამრიგად, უკვე 3 წელია ბაზარზე ვართ და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი კონკურენტი შემოგვემატა, რამაც მომხმარებლის გადანაწილება გამოიწვია.

ვცდილობ ის განსხვავებული დეტალები, რაც გამოგვარჩევს კონკურენტებისგან, შევინარჩუნოთ და ყოველთვის ვიყოთ მრავალფეროვანი და განსხვავებული. „აბგას“ განსაკუთრებულ ნიშად მიმაჩნია ის რომ მთლიანად ქართულია, როგორც სახელი, ასევე მასალა და სხვადახვა აქსესუარი,“ – აღნიშნავს თეა გოროზია.

როგორც კომპანიაში ამბობენ, პანდემიის პერიოდში მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა, რადგან ხალხი გარეთ გასვლას ერიდებოდა და ახალი ნივთის შეძენის საჭიროება შეიძლება ითქვას არ ჰქონდათ.

„ეს არის მცირე ბიზნესი, რომელიც დაკომპლექტებულია სულ რამდენიმე თანამშრომლით. გვაქვს პატარა საწარმო, რომელსაც ბევრი რამ სჭირდება და უფრო რთული შესანახია. შესაბამისად, პანდემიის დროს მოგვიწია ფალიაშვილზე მდებარე მაღაზიის დაკეტვა. რაც გარკვეულწილად კონკურენციის ზრდასაც უკავშირდება. ბოლო თვეების განმავლობაში, გადასული ვიყავით კორპორატიულ შეკვეთებზე, მოთხოვნა დიდი იყო, როგორც საქართველოს ბაზრიდან, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან, თუმცა პანდემიამ ეს პროცესებიც შეაფერხა. ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას და ამ მიმართულებით მოლაპარაკებების განახლებას,“ – ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

ამ ეტაპზე „აბგას“ პროდუქცია მხოლოდ ონლაინ, სოციალური ქსელების საშუალებით იყიდება. კომპანია ახლო მომავალში გაფართოებას ან მაღაზიის გახსნას არ გეგმავს, დამფუძნებლის თქმით, ბიზნეს რეაბილიტაცია სჭირდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023