ბიზნესი
23/03/2020

აჭარა ტექსტილი ცნობილი ბრენდების სპორტულ ფორმებს ისევ შეკერავს

„აჭარა ტექსტილი“ ცნობილი სპორტული ბრენდებისთვის პროდუქციის მიწოდებას გააგრძელებს.

კომპანიის ფინანსური დირექტორის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა ამ ეტაპზე შეჩერებულია, თუმცა უახლოეს პერიოდში გაგრძელდება.

გია ლომინაძის განმარტებით, სამკერვალო ფაბრიკას იმ ფორმების ნაწილი, რომლებიც 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა შეეკერა, უკვე მზად აქვს. ასევე ჩამოსულია ახალი პროდუქციის შესაკერად საჭირო ნედლეულიც.

„ჩვენ ცოტა ხნის წინ მივიღეთ ის ნედლეული, რომელიც შეკვეთის დასამზადებლად არის საჭირო. „აჭარა ტექსტილის“ დამკვეთები არიან „ნაიკი“, „ადიდასი,“ „ნიუბალანსი“ და სხვა ცნობილი ბრენდები, რომლებთანაც წინასწარი მოლაპარაკება ითვალისინებს კიდევ გარკვეული მოცულობების გაგზავნას. ეს პროდუქცია, რა თქმა უნდა, დამზადდება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატი, რომლისთვისაც წელს ჩვენ აქტიურად უნდა გვემუშავა, გადაიდო.“-განმარტა გია ლომინაძემ.

მისივე განცხადებით, სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობა გაგრძელდება შემდეგ წლებშიც. თუმცა ამ ეტაპზე მსოფლიოში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბარი შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ „აჭარა ტექსტილს“ 2020 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატისთის სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებისთვის ფორმები უნდა დაემზადებინა. თუმცა კორონა ვირუსის გამო, ჩემპიონატი გადაიდო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023