ბიზნესი
18/06/2020

აფბა: კავკასუს ონლაინისთვის ავტორიზაციის შეჩერება მოსახლეობის ნაწილს უინტერნეტოდ დატოვებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას შეცვალოს სანქციის ფორმა და არ შეუჩეროს ავტორიზაცია ”კავკასუს ონლაინს”.

აფბაში მიიჩნევენ, რომ თუ კომისია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეეებისა და ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსუბიექტების დიდი ნაწილი  ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ 49%-იანი წილის გახსვისების გამო დააჯარიმა. დაჯარიმებულია მისი შვილობილი კომპანია ”რკინიგზის ტელეკომიც”.

”კავკასუს ონლაინი” დაჯარიმებულია 270 000 ლარით, ”რკინიგზის ტელეკომი” კი 30 000 და 63 930 ლარით. დამატებითი ზეპირი მოსმენა გაიმართება 25 ივნისს.

კომპანიების წინააღმდეგ სანქციის ფორმად კომუნიკაციების ეროვნული კომისია განიხილავს ავტორიზაციის უფლების შეჩერებას.

აფბა-ს შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომპანიისთვის ავტორიზაციის უფლების შეჩერებით, ის ავტომატურად შეაჩერებს კომპანიის ბიზნეს საქმიანობას საქართველოში, შესაბამისად, კომპანია ვეღარ შეძლებს კლიენტებისათვის საბითუმო და საცალო სატელეკომუნიკაციო მომსახურების მოწოდებას რაც საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააყენებს  ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩენილ ქვეყანას და მის მოსახლეობას.

აფბას განცხადებით, ავტორიზაციის შეჩერების შედეგად, კომისიის მიღებული გადაწყვეტილების შედეგები უარყოფითად აისახება ტელეკომუნიკაციების ბაზარზე და რთულ ვითარებაში ჩააყენებს ინტერნეტ მომსახურების მომწოდებლებს.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ”კავკასუს ონლაინისთვის” და ”რკინიგზის ტელეკომისათვის” ავტორიზაციის უფლების შეჩერების შემთხვევაში დააზღვევს მათ კლიენტებს შესაძლო ზარალისგან და მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს წვდომას ანალოგიური ხარისხის ალტერნატიულ სერვისებზე.

"ამ დროისათვის არ არსებობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „არსებით საფრთხესთან“ გამოქვეყნებული დასკვნის დამადასტურებელი ფაქტები და კომისია თავად ადასტურებს, რომ არ ჩაუტარებია არანაირი კვლევა შესრულებული გარიგების კონკურენციაზე უარყოფითი გავლენის დასამტკიცებლად.

კომისიის გადაწყვეტილება ცალსახად ეყრდნობა გამოუძიებელ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც ეწინააღმდება საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მითითებულ შესაბამის დებულებას. 

უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში თუ ”კავკასუს ონლაინს” შეუჩერდება ავტტორიზაცია, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს კონკურენტულ გარემოს, ვინაიდან ბაზარზე დარჩება მხოლოდ ორი მოთამაშე და არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ შედეგად მნიშვნელოვნად გაუარესდება ინტერნეტის ხარისხიც და მომსახურების ფასიც.

გარდა ამისა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომიისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაზარალდება საინვესტიციო გარემო და ქვეყანაში ბოლო პერიოდში შემცირებული ინვესტიციების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდება.

კომისიის გადაწყვეტილება იქნება უპრეცედენტო, რადგანაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქამდე არ მოუთხოვია უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული გარიგების გაუქმება კომისიისგან წინასწარი ნებართვის მიღების ვალდებულების დარღვევის გამო. 

იმ შემთხვევებში, როდესაც უფლებამოსილი პირის აქციები გადაცემა ხდებოდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, იყო შესაძლებელი შესაბამისი განაცხადის პოსტ-ფაქტუმ შეტანა. მაგ. როდესაც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, VEON Georgia-ს ბენეფიციარული მფლობელობა შეიცვალა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან წინასწარი ნებართვის გარეშე, კომისიამ უბრალოდ მოითხოვა განცხადების პოსტ-ფაქტუმ შეტანა, და არ დაუყენებია შემდგარი გარიგების კანონიერების საკითხი. ამჯერად, კომისიამ ანალოგიურ შემთხვევაში აირჩია სრულიად სხვაგვარი მიდგომა, როდესაც კომპანიას მოსთხოვა გარიგების გაუქმება", - ნათქვამია აფბას განცხადებაში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023