ბიზნესი
18/08/2023

აგერარი: ფასების დაახლოებით 20%-იანი ზრდა მოგვიწია

ლუდის რესტორანს "აგერარი“ ფასების მომატება მოუწია.

როგორც რესტორნის დამფუძნებელმა ალექსანდრე მშვილდაძემ "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით არის მომატებული.

ფასების მატების ძირითადი მიზეზი კი, მისი განმარტებით, პროდუქტების გაძვირებული ღირებულება და საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თანამშრომლებისათვის მომატებული ხელფასი გახდა.

"პანდემიის პერიოდში, იმისათვის რომ რესტორანიც და კადრებიც შეგვენარჩუნებინა, მიტანის სერვისი დავამატეთ, რომელსაც დღემდე აქტიურად ვამუშავებთ," - აცხადებს მშვილდაძე.

როგორც რესტორნის დამფუძნებელი აღნიშნავს, „აგერარიზე“ მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია და როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტუმრებისთვისაც საყვარელი ადგილია.

ცნობისთვის, ლუდის რესტორანი „აგერარი“ ქუთაისში მდებარეობს და ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელს კი, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციულ სამზარეულოს, ე.წ.  "სახლური“ რეცეპტებით სთავაზობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023