ბიზნესი
21/08/2023

აგერარი: კვალიფიციური კადრების მოძიება ყველაზე დიდი გამოწვევაა

HoReCa სექტორისთვის კადრების დეფიციტი კვლავ გამოწვევად რჩება.

როგორც ქუთაისში მდებარე ლუდის რესტორნის "აგერარის“ დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კადრების დეფიციტის საკითხი მწავედ დგას. ეს განსაკუთრებით, ქუთაისში იგრძნობა, რის მიზეზადაც, დამფუძნებელი კადრების ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში გადინებას ასახელებს.

"ამ ეტაპზე დაახლოებით 15-17 დასაქმებული გვყავს. ქუთაისში არის სასწავლებლები, რომლებიც თანამშრომლების გადამზადებას ახდენენ, თუმცა, კადრების დეფიციტი კვლავ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით კი კვალიფიციური კადრის პოვნაა ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა“ - აცხადებს მშვილდაძე.

მისივე ცნობით, გამოწვევად რჩება ქუთაისში სხვადასხვა აქტივობების არ არსებობაც, რაც ტურისტებს საბაბს მისცემდა, რომ ქალაქში რამდენიმე დღე დარჩენილიყვნენ.

შესაბამისად, მათი სტუმრები ძირითდად, ე.წ. ერთდღიანი ტურისტები არიან, რისი ხელშემწყობი ფაქტორიც ქუთაისის აეროპორტია.

ლუდის რესტორანი „აგერარი“ ქუთაისში მდებარეობს და ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელს კი, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციულ სამზარეულოს, ე.წ. სახლური რეცეპტებით სთავაზობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023