ბიზნესი
30/11/2022

აგრო ექსპორტის განვითარების მიზნით, კომპანიებმა კენკრისა და ხილ-ბოსტნის ჯანსაღ კონდიციაში შენახვაზე იმსჯელეს

საქართველოს ბანკი აგრომიმართულების პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის პარტნიორობით, 29-30 ნოემბერს, სასტუმრო შერატონში „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას USAID სოფლის მეურნეობის პროგრამა, სურსათისა და ლოგისტიკის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WFLO) და საქართველოს სამაცივრე მეურნეობების და ლოგისტიკის ასოციაციასთან (GCSLA) ერთად ახორციელებდა.

ღონისძიება აგრო ექსპორტის მიმართულების განვითარების შესაძლებლობებს შეეხო. მომხსენებლები სწორად მოყვანილი კენკრის და ხილ-ბოსტნის ჯანსაღ კონდიციაში შენახვის, ტრანსპორტირებისა და ექსპორტზე გატანის საკითხებზე მსჯელობდნენ. კონფერენციაზე 5 ძირითადი თემა განიხილეს:

  1. ხილისა და ბოსტნეულის ხარისხის სტანდარტები - აუცილებელი ნაბიჯი ცივი ჯაჭვის განვითარებისთვის;
  2. ცივი ჯაჭვის რგოლები - მონაწილეების კოოპერაციის მოდელები;
  3. ცივი ჯაჭვის განვითარებაში შესაბამისი ასოციაციების როლი;
  4. მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზების მნიშვნელობა სექტორისთვის;
  5. საექსპორტო ბაზის დივერსიფიკაციის შესაძლებლობები.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ „ცივ ჯაჭვში“ ჩართული კომპანიები და ორგანიზაციები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან. ღია დისკუსიების ფორმატმა „ცივი ჯაჭვის“ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება.

ღონისძიებას 100-მდე ორგანიზაცია და კერძო პირი დაესწრო. ესენი იყვნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარი სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენლები; ექსპორტიორები; ასოციაციები; სოფლის განვითარების სააგენტო და საცალო ქსელის ობიექტების წარმომადგენლები.

ცნობისთვის, „ცივი ჯაჭვი“ ლოგისტიკური ზომების კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ ტემპერატურასა და სხვა პარამეტრებს, რომლებიც აუცილებელია პროდუქტის სწორად შენახვისთვის და  მისი გადაადგილებისთვის წარმოებიდან მომხმარებლამდე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023