ბიზნესი
02/03/2023

აგრო სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესშეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკი აქტიურადაა ჩართული აგრო სექტორის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, აგრომიმართულებით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, აგრო სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები - მრავალწლოვანი კულტურების მიმართულებით  განიხილეს.

შეხვედრაზე საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა, ალექსანდრე მელქაძემ  აგრომიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.  „გალთ & თაგარტის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა, მარიამ ჩახვაშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას ბაზრის ტენდენციებზე კვლევა  წარუდგინა.

ღონისძიების მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო, სადაც სოფლის განვითარების ფონდის, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, ნუშისა და კაკლის ასოციაციის, ასევე,   ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მრავალწლოვანი კულტურების ჭრილში გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია. მთავარი გამოწვევაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ მიმართულებით ნაკლები ცოდნა არსებობს. შესაბამისად, ჩვენც სხვადასხვა კომპანიებთან ვპარტნიორობთ, რომლებსაც მეტი გამოცდილება აქვთ, რათა ჩვენს მომხმარებლებს გაუწიონ კვალიფიციური კონსულტაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მხარდაჭერით აგრო სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე არაერთ ღონისძიებას ვატარებთ. აღნიშნული შეხვედრაც მათთვის იყო, ვინც მრავალწლოვანი კულტურების ინვესტიციითაა დაინტერესებული. მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად გასაუბრებოდნენ სექტორის წარმომადგენლებს და მიეღოთ პასუხი მათთვის საინტერესო შეკითხვებზე“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023