ბიზნესი
03/03/2023

"აგროქიზიყი" გუდის ყველის წარმოებას გეგმავს

ფერმერული მეურნეობა „აგროქიზიყი“ მიმდინარე წელს ცხვრის ყველის (გუდის) წარმოების დაწყებას გეგმავს.

როგორც  „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის ხელმძღვანელმა, ბექა გონაშვილმა განაცხადა, პროდუქტი  დედოფლისწყაროში, „აგროქიზიყის“ საკუთრებაში არსებული ფერმიდან მიღებული რძისგან დამზადდება, განიხილება ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობაც.

„ყველის წარმოება მოხდება მთაში, ალპურ ზონებში, ჩვენივე ცხვრის რძისგან, რომელიც  მაღალი სტანდარტების საწარმოში იქნება დამზადებული,“-აცხადებს გონაშვილი. ამჟამად კომპანია სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის რამდენიმე დასახელების ყველს.

დამატებით დეტალებზე „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ამ ეტაპზე არ საუბრობს.

მისი ინფორმაციით,  დედოფლისწყაროში წარმოებული  ცხვრის ყველი (გუდის) საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე, „აგროქიზიყის“ შვილობილ, ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, ასევე სოფლის პროდუქტების პირველ მაღაზიაში "წერტი" გაიყიდება. ამჟამად მაღაზიას 4 ფილიალი აქვს.

"წერტი" კომპანია "აგროქიზიყმა" 2019 წლის ზაფხულში გახსნა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023