ბიზნესი
29/09/2021

"აგროსესხი მეღვინეებს ფინანსებზე წვდომისა და ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს"

ასოციაცია "ქართული ღვინო" მთავრობის გადაწყვეტილებას ღვინის საწარმოებისთვის აგროსესხის შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს. გაერთიანების ცნობით, ფინანსურ რესურსებზე წვდომა მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს უფრო ხარისხიანი ღვინო აწარმოონ. მათი ვარაუდით, შეღავათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მცირე და საშუალო მარნებისთვის იქნება.

„ეს იქნება დამატებითი სტიმული მწარმოებლებისთვის გაზარდონ წარმადობა, განსაკუთრებით კი პროგრამა დადებით გავლენას მოახდენს იმ მეღვინეებზე, რომლებიც შედარებით მცირე რაოდენობის ღვინოს აწარმოებენ. ქართული მეღვინეობის განვითარების სტრატეგია გულისხმობს ქართული ღვინო ნიშური სეგმენტიდან საყოველთაო ხელმისაწვდომ კატეგორიაში გადავიდეს. ქართული ღვინო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ძირითადი გაყიდვების არხებში როგორიც არის ე. წ. სავაჭრო მარკეტინგი, რომელიც ექსპორტის სტიმულირების კარგი შესაძლებლობაა. როცა მწარმოებელი ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს ამ სექტორში მნიშვნელოვანია მას ფინანსურ რესურსებზე ჰქონდეს წვდომა, რომ გათვლებიც უფრო მასშტაბური გააკეთოს, აქცენტი გააკეთოს არა დაბალი ხარიხის, არამედ მაღალი სეგმენტის ღვინის წარმოებაზე. ეს ყველაფერი კი თავის მხრივ შექმნის შესაძლებლობას მეწარმემ მოახდინოს ბაზრების დივერსიფიცირება და პროდუქტის ექსპორტი,“ - განმარტავს ასოციაციის წარმომადგენელი ირაკლი ღადუაშვილი.

ცნობისთვის, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებზე რეალიზაციის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით,  „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, ყურძნის გადამმუშავებელმა კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა შეღავათიანი კრედიტი აიღონ, როგორც ყურძნის გადამუშავების, ასევე ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების ბოთლის, საცობის, ჩაჩის და ყუთის შესაძენად. 

2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში, 376 კომპანია ახორციელებდა ექსპორტს.  100 მლნ ბოთლის რეალიზაცია 2021 წლის საპროგნოზო მონაცემია. სახელმწიფოს მიზანია, 10 წლიანი გეგმის ფარგლებში, 2030 წლისთვის, ღვინის სექტორის საექსპორტო შემოსავლებმა 1 მლრდ დოლარი შეადგინოს, რაც, ფაქტობრივად, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური პროდუქტებიდან დღეს არსებული შემოსავლების გასამმაგებას გულისხმობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023