ბიზნესი
14/03/2022

"აიდიეს ბორჯომის" მენეჯმენტი აქციონერთა სტრუქტურის შეცვლაზე მუშაობს

"აიდიეს ბორჯომის" მენეჯმენტი აქციონერთა სტრუქტურის შეცვლაზე მუშაობს, თუმცა, მანამდე უწევს მტკიცება, რომ „ბორჯომი“ ქართული ბრენდია და ამ ვითარებაში სწორედ ქართული სავაჭრო ნიშანი ზარალდება. 

კომპანიაში არ უარყოფენ, რომ "ბორჯომს" გარკვეული ირიბი კავშირი აქვს სანქცირებულ პირთან.

გავრცელებული ინფორმაციით, „ბორჯომი საქართველოს“ პრეზიდენტი ლევან ბაღდავაძე ლიეტუვაშიც ჩავიდა აქციონერების მდგომარეობის გასარკვევად. ის აცხადებს, რომ როდესაც რუსეთმა 2006 წელს ემბარგო დაუწესა ქართულ ღვინოსა და სასმელებს, "ბორჯომი" რუსულ ბაზარზე აკრძალეს, ახლა კი "ბორჯომი" შეზღუდეს, როგორც რუსული პროდუქტი. ამ საკითხებზე ბორჯომის ხელმძღვანელმა ლიტვურ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.

ბორჯომის ხემძღვანელის მტკიცებით, კომპანია ეკუთვნის საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს. ის თავდაპირველად ჰოლანდიური ინვესტიციების საფუძველზე დაარსდა, დღეისთვის კი წილებს საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და უკრაინის მოქალაქეები ფლობენ. მისივე თქმით, აქციონერთა უმრავლესობა ამჟამად ქართველები არიან. კერძო ფონდში კი, რომელმაც "ბორჯომის" ქარხანაში ინვესტიცია განახორციელა, მონაწილეობდნენ სხვადასხვა კომპანიის, მათ შორის სანქცირებული "ალფა ჯგუფის" წარმომადგენლები. ანუ, ბორჯომის მენეჯმენტი არ უარყოფს, რომ ფონდში არიან მინორიტარი აქციონერები, რომლებიც ამჟამად სანქციებს ექვემდებარებიან, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ჩართული კომპანიის მართვაში. ქარხანა მათ არც კი უნახავთ და წარმოდგენა არ აქვთ სად მზადდება ბორჯომი. მათთვის ეს მხოლოდ ბრენდია, ნიშანი. ამჟამად ბორჯომი ცვლის აქციონერთა სტრუქტურას, რათა ევროპული საერთაშორისო მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

"აი დიეს ბორჯომი" ჯგუფი ფლობს სხვადასხვა შვილობილ საწარმოს საქართველოში, აზერბაიჯანში, ლიეტუვაში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში. მისი ძირითადი საქმიანობა „ბორჯომის“, „ლიკანის“ ბაკურიანის ბრენდის ქვეშ არსებული მინერალური წყლის ჩამოსხმა და დისტრიბუციაა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო ესტონეთის სავაჭრო ქსელებმა 10 დღის წინ „ბორჯომის“ გაყიდვიდან ამოღების გადაწყვეტილებაზე განაცხადეს. 

ცნობილია, რომ ინა გუდავაძემ „აიდიეს ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი Alfa Group-ს 2013 წელს მიყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია, რომელიც ევროკავშირის სანქცირებულ პირებს შორის ფიგურირებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023