ბიზნესი
25/11/2020

Air Georgia-ს Airbus 330-300 ჩამოყავს და აშშ-ს მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყება სურს

Air Georgia-ს საქართველოში Airbus 330-300 ხომალდის ჩამოყვანის შემდეგ ნიუ-იორკში პირდაპირი რეისის განხორციელების სურვილი აქვს. კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი კოდუა „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ხომალდს მსგავსი რეისის განხორციელების ყველა შესაძლებლობა აქვს.

„უკვე მოვაწერეთ ხელი პროექტს დიდ ფუჟელაჟიანი თვითმფრინავის ჩამოყვანაზე. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ავიაკომპანიას არასოდეს ჰქონია დიდი გაბარიტების სამგზავრო თვითმფრინავი, რომ განეხორციელებინოს თბილისი-ნიუ-იორკის, თბილისი-სეულისა და თბილისი-ტოკიოს მიმართულების რეისები. ჩვენ ამ გეგმაზე უკვე დავიწყეთ მუშაობა. იმედი გვაქვს, რომ ბაქოსთან და სტამბოლთან მიმართებით ალტერნატიული ჰაბი ვიქნებით და ამერიკას პირდაპირ შეეძლება ჩვენთან კონტაქტი ჩვენი ავიაკომპანიის მეშვეობით.

ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი პირველი მერცხალი ჩამოვიდეს. ეს არის Airbus 330-300, რომელიც დაახლოებით 300 მგზავრს იტევს. მას შეუძლია თბილისი-ნიუ-იორკის, თბილისი-ტორონტოს რეისების განხორციელება და შორ მანძილებზე ფრენა. ასევე, შესაძლებელია 25-30 ტონა ნებისმიერი ტვირთის გადატანა. ეს პირველი ნაბიჯებია. გვაქვს პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით თბილისი იყოს ჰაბი. ვნახოთ, იმედია, მთავრობასთან ერთად ამას განვახორციელებთ“,- განაცხადა კოდუამ.

მისივე თქმით, ამ პროცესში კომპანიას მთავრობის დახმარების იმედი აქვს. Air Georgia-ს სურს, თავდაპირველად მთავრობამ ნაწილობრივ საკუთარ თავზე აიღოს TAV Georgia-ს მიერ დადგენილი ტარიფის დაფარვა.

„მთავრობას უკვე მივმართეთ, რომ ჩაერიოს იმ გაგებით, რომ გაგვიწიოს, მაგალითად, მარკეტინგული მხარდაჭერა, სუბსიდირება. იმ პირობებში, რაც TAV Georgia-ს ტარიფების თვალსაზრისით აქვს, ამის განხორციელება მარტო ძალიან რთული იქნება. ასეთ შემთხვევაში რეალური შანსი გვაქვს, რომ ამერიკასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დავიწყოთ. დღესდღეობით ტარიფები ძალიან მაღალია“,- აღნიშნა კოდუამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023