ბიზნესი
29/06/2021

"აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების რეგლამენტის გადავადება ბიზნესს ზარალს ააცილებს"

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების 1 სექტემბრამდე გადადებას ბიზნეს ასოციაციაში დადებითად აფასებენ.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რეგლამენტის ამოქმედების გადავადება ბიზნესსუბიექტებს არსებული მარაგების ამოყიდვის საშუალებას მისცემს და შესაბამისად, კომპანიებს დაახლოებით 100 მილიონი ლარის ზარალას ააცილებს.

„ეს მარაგები, რომლებიც ჩვენი შეფაებით იყო 100 მილიონი ლარის, იქნებოდა პრაქტიკულად გადასაყრელი და ეს იქნებოდა უზარმაზარი ზარალი კომპანიებისთვის, რომელსაც ალბათ ბევრი კომპანია ვერ გადაიტანდა. აქედან გამომდინარე, დადგა ლგიკური გადავადების საკითხი და არსი გადავადების მდგომარეობს იმაში, რომ ის რაც გზაშია მათ ექნებათ შესაძელებლობა ეს ყველაფერი შემოიტანონ, უკვე არსებულმარაგებზე კი ახალი სტანდარტები აღარ გავრცელდება. შესაბამისად, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების გადავადება კომპანიებს არსებული მარაგების ამოყიდვის შესაძლებლობას მისცემს,“ - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ახალ სტანდარტებთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება, რათა სამომავლოდ გარკვეული ტიპის შეფერხბები არ შეიქმნას.

„ახალ სტანდარტებზე მუშაობა გაგრძელდება. გარანტიებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მწარმოებლებს თავიანთი შეხედულებები აქვთ და გვაქვს დრო იმისათვის, რომ ეს შეხედულებები უკვე შემდგომში ამ ტექნიკურ რეგლამენტში გავითვალისწინოთ გარკვეული შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით,“ - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

რაც შეეხება პროდუქციის საფასურს, როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მიმდინარე წელს ტექნიკის გაძვირება მოსალოდნელი არ არის.

„მომხმარებლებისთვის თუ რაიმე გაძვირდება, ეს იქნება მხოლოდ გაცვლითი კურსის გამო, ან წარმოებასთან დაკავშირებული საკითხის გამო, მაგალითად, მასალა თუ გაძვირდა, მაგრამ ის, რომ სტანდარტის შეცვლის გამო ეს აისახოს პროდუქციის ფასზე ეს ჯერჯერობით არ არის მოსალოდნელი - მარაგები დიდია და ამ მარაგებს ჭირდება ამოყიდვა. არ ველოდები, რომ რაღაც მნიშვნელვანი ცვლილება წელს იქნება,“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023