ბიზნესი
21/11/2020

ახალი ლოკაცია თბილისსა და ბათუმში - პანდემიამ Wine Not-ის საინვესტიციო გეგმები დააპაუზა

ღვინის ბარი და მაღაზია Wine Not-ი პანდემიის გამო დაპაუზებულ საინვესტიციო გეგმებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი ნინო აბულაძე აცხადებს, კომპანიას დაგეგმილი ჰქონდა გაფართოება, მათ შორის იყო თბილისში რამდენიმე ახალი ლოკაციის გახსნა და რეგიონებში გასვლა.

„არსებული სივრცე მცირეა, განსაკუთრებით სხვადასხვა ივენთების დროს, გაჩნდა გაფართოების იდეა, გაგვეხსნა მეორე ფილიალი იგივე კონცეფციით, რომელსაც ექნება გარე სივრცეც. სამომავლო პერსპექტივაში გვქონდა დიდ ქალაქებში გასვლა, მათ შორის ბათუმში,“ - აცხადებს ნინო აბულაძე.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია Wine Not-ის ფილიალის უნგრეთში, კერძოდ კი ბუდაპეშტში გახსნა. აბულაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც კორონაპანდემია დასრულდება, კომპანია აღნიშნულ საინვესტიციო გეგმებს ეტაპობრივად განახორციელებს.

კითხვაზე, რამდენ ხანში შეძლებს Wine Not-ი დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც პანდემიამე ჰქონდა და როდის დაიწყებს რეინვესტირებას, ნინო აბულაძე აცხადებს, რომ ამისთვის კომპანიას საშუალოდ 1 წელი დასჭირდება.

მისი ინფორმაციით, ღვინის ბარი და მაღაზია Wine Not-ი პანდემიის და შეზღუდვების მიუხედვად მუშაობას აგრძელებს. როგორც აბულაძე განმარტავს, დახურვის გადაწყვეტილება არ განხილულა, რადგან შემდეგ მისი განახლება საკმაოდ რთული იქნება. მისი ინფორმაციით, ამჟამად კომპანიის შემოსავალი გასულ წელთან შედარებით თითქმის განახევრებულია.

კომპანია  ჯამში დაახლოებით 60-მდე მცირე, საოჯახო ტიპის მარანთან თანაშრომლობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023