ბიზნესი
17/02/2021

ახალი რეალობა საფოსტო ბაზარზე და საქართველოს შანსები

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი საფოსტო ბაზარზე შექმნილ ახალ რეალობაზე საუბრობს. ლევან ჩიკვაიძის განმარტებით, ჩინეთსა და სინგაპურში საფოსტო გზავნილების განსაკუთრებით დიდი მოცულობის აკუმულირება ხდება. გაზრდილ მოთხოვნას კი არსებული ლოგისტიკური ქსელები ვეღარ აუდიან. მისივე თქმით, საქართველოს აქვს შანსი, რომ არსებული ტვირთების ნაწილი მოიზიდოს.

„აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა და მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა. "საქართველოს ფოსტას" აქვს მოლაპარაკება რამდენიმე ავიაკომპანიასთან. მოლაპარაკების შემდეგ კი შეირჩევა კომპანია, რომელიც ჩარტერულ ფრენას ჩინეთიდან საქართველოს გავლით ამერიკასა და ევროპაში განახორციელებს. "საქართველოს ფოსტამ" უნდა გამოიყენოს შანსი და მოხვდეს იმ სქემებში, რომელიც ახალი რეალობიდან გამომდინარე თავიდან ეწყობა მსოფლიოში. ამაში უკვე მონაწილეობს ბევრი ბიზნესი, ისეთი მსხვილი კომპანიები როგორიცაა მაგალითად, DHL და სხვა. "საქართველოს ფოსტას" აქვს ამ საფოსტო ტვირთების გადაზიდვის პოტენციალი, ქვეყანასაც აქვს ამის შესაძლებლობა, ძირითად პრობლემატურ მხარედ კი დარჩენილია საჰაერო ფრენები,“ - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

მისივე განმარტებით, ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებისას საუბარია კვირაში ორ ფრენაზე, თითო ფრენისას კი ასი ტონა გზავნილის გადაზიდვა იქნება შესაძლებელი.

„ეს საკმაოდ დიდი მოცულობაა, თუმცა მისი გატარების რესურსი აქვს "საქართველოს ფოსტას" და ამას უნდა მივაღწიოთ აუცილებლად. ვფიქრობ, რომ ახალ რეალობაზე მორგებული საფოსტო გზები დარჩება დიდი ხნის განმავლობაში სწორედ იმ ფორმით როგორც დღეს დალაგდება და მოწესრიგდება. ამ პროცესში კი აუცილებლად უნდა ჩაებას საქართველო,“ - აღნიშნა საქართელოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023