ბიზნესი
30/06/2020

აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა – სოკარის მხარდაჭერით პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა

29 ივნისს, პატარა ლილოს მთაზე „ახალგაზრდული მედია კავშირის“ ორგანიზებითა და კომპანიების „სოკარი“ და „ევროპაბეთი“ მხარდაჭერით, პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა. დიდი ხნის ოცნება 20-ზე მეტმა ადამიანმა აიხდინა, მათ შორის იყვნენ სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ–დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები და შშმ პირები. სპეციალური საჭიროებების მქონე მონაწილეებმა, მაგალითად, უსინათლოებმა, ან პირებმა, რომელთაც აქვთ ზურგის ტვინის დაზიანება, ან ორმაგი ამპუტაცია, მათთვის სპეციალურად დამზადებული კონსტრუქციის, ეტლის საშუალებით იფრინეს.

პარაპლანით ფრენა შშმ პირთათვის პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 2012 წლიდან ხორციელდება. უკვე მესამე წელია, კომპანია „სოკარი“ „ევროპაბეთთან“ ერთად ამ პროექტის მხარდამჭერია და პარაპლანით ფრენის გარდა, „ახალგაზრდულ მედია კავშირს“ შშმ პირთათვის სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში ეხმარება.

პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023