ბიზნესი
11/11/2020

აქცენტი ღვინის ხარისხზე და არა რაოდენობაზე - "ბუტიკური" ტიპის მიდგომა გამართლებულია

ღვინის მწარმოებელი კომპანია „შუხმან ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი 2021 წელს რთველის განსხვავებული წესებით გამართვას „ბიზნესპარტნიორთან" აფასებს. მომავალ წელს რთველის დროს განისაზღვრება ყურძნის ხარისხობრივი მაჩვენებლები, რაც მის ღირებულებაზე აისახება. ერთ-ერთი კრიტერიუმი მათ შორის, იქნება ყურძენში შაქრიანობის დონე, რასაც მიებმება ფასი.

როგორც ნუცა აბრამიშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია განისაზღროს რა პარამეტრები იქნება შემოღებული ყურძნის ხარისხობრივი კონტროლით. მისი ინფორმაციით, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ენეოლოგიური პარამეტრები.

"მნიშვნელოვანია ფერმერები მევენახეობის სექტორში ხარისხობრივ მიმართულებაზე აკეთებდნენ აქცენტს, რადგან  მეღვინეობის 80% დამოკიდებულია გლეხისგან შეძენილ  ყურძენზე. უმნიშნელოვანესია კარგი მოსავალი მივიღოთ, რომ კარგი ღვინო ვაწარმოოთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსავალი ყოველ წელიწადს კარგი არ არის. ყურძნის ხარისხი  მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, უმნიშნელოვანესი კი ბუნებრივი პირობებია, ამინდი. რაც შეეხება იმას, რომ ხელოვნურად ხდება დაბალი ხარისხის ყურძის მიღება არის ნაკლებად სწორი რადგან მევენახეობა ტრადიციული საქმიანობაა. ვიღაც გაბევრების კუთხით შეიძლება გვარჯილას იყენებს, მაგრამ ასეთი შემთხვევები მინიმალურია,“ - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

რაც შეეხება ფასწარმოქმნას, საბოლოო ჯამში ამას რთველის პროცესშივე  არეგულირებს ბაზარი, სადაც ორი აქტორი გვყავს - მომწოდებელი და მყიდველი, ანუ ფერმერი და კომპანია. აქ უკვე სახელწმიფო ვერ დააწესებს ვერანაირ ფასს - ეს იქნება მისთვის ინტერვენცია და თავისუფალი ბაზრის პირობებში ეს დაუშვებელია.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ საქართველო მთლიანად უნდა გადაეწყოს ეგრეთ წოდებული „ბუტიკური“ ტიპის მიდგომასთან ანუ აქცენტი გავაკეთოთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე, გამართლებული.

როგორც აბრამიშვილი აცხადებს, ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია და ქართულმა ღვინომ საკმაოდ კარგი სახელი დაიმკვიდრა საერთაშორისო ბაზრებზე, წამყვანი მეღვინე რეგიონების გვერდით, რაც წარმოუდგენელი იყო მიგვეღწია უხარისხო ღვინის შემთხვევაში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023