ბიზნესი
02/11/2020

AliGeorgia.ge ჩინეთიდან ამანათების ტრანსპორტირებას დროებით აჩერებს

AliGeorgia.ge ჩინეთიდან ამანათების ტრანსპორტირებას დროებით აჩერებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, უკვე გამოწერილი ამანათი მომხმარებელს არ დაეკარგება და აუცილებლად ჩამოვა.

ამანათების ტრანსპორტირების შეჩერების მიზეზად  AliGeorgia.ge-ში პანდემიას ასახელებენ.

„ცოტა ხნის წინ მოგვიწია ფასის გაზრდა 9 დოლარამდე, რასაც მოყვა კლიენტების ვნებათღელვა, ვეცადეთ აღნიშნული ფასი შეგვენარჩუნებინა და არ მოგვეცა თქვენთვის იმაზე ფიქრის საბაბი თითქოს მომენტით ვსარგებლობთ და გამდიდრებას ვაპირებთ. არა, უბრალოდ სხვა არჩევანი არ იყო, ავიაკომპანიებმა გააძვირეს გადაზიდვის ფასი, შესაბამისად, ჩვენც მოგვიწია ფასის ცვლილება. გვსურდა როგორმე თქვენთან ერთად გადაგველახა ეს რთული პერიოდი, რაც პანდემიამ შექმნა და მთელი რესურსი მოვმართეთ აქეთ, მაგრამ სამწუხაროდ ავიაკომპანიის მხრიდან ფასის ზრდა ისევ მიმდინარეობს და იმის მაგივრად რომ 12,13,14... დოლარზე არ გავზარდოთ ფასი და თუნდაც ერთ თქვენგანს მაინც არ ვაფიქრებინოთ რომ ამას სპეციალურად ვაკეთებთ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ შევაჩეროთ სერვისი. აქვე, არც ის გვსურს დავივიწყოთ,რომ ფასის ზრდასთან ერთად ბევრი გაუქმებული რეისიც იყო და იქნება, ვინაიდან პანდემიის ფარგლებში ზემოთაღნიშნული ვერ სტაბილურდება,“ - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი ინფორმაციით,  ბოლო რეისი  10 ნოემბერს  განხორციელდება. ამჟამად, კომპანიის სერვისის ფარგლებში, მხოლოდ კომერციული ტვირთების ტრანსპორტირება განხორციელდება. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023