ბიზნესი
08/12/2020

“ალტერსოქსი“ გერმანულ Amazon-ზე ერთ-ერთი ბესტსელერია

წინდების მწარმოებელი ქართული კომპანია „ალტერსოქსი“ გერმანულ Amazon-ზე  ერთ-ერთი ბესტსელერია. სპეციალური ნიშანი „ალტერსოქსის“ განყოფილებაში უკვე გამოჩნდა. გერმანულ ამაზონზე ბრენდი დაახლოებით ორი წელია იყიდება.

გარდა გერმანიისა, ალტერსოქსს“ პირველი მომხმარებლები უკვე ჰყავს საფრანგეთის ბაზარზეც, სადაც ბრენდი  ფრანჩაიზის სახით რამდენიმე კვირის წინ შევიდა. კომპანიის დამფუძნებლის, რეზი ბესელაშვილის განმარტებით, ფრანგი მომხმარებელი პროდუქციას ახლა ეცნობა და სავარუდოა, რომ ამ ბაზარზე გაყიდვები თვის ბოლოდან გააქტიურდეს.

კიდევ ერთი ახალი ბაზარი პოლონეთია, სადაც “ალტერსოქსმა“ პირველი საცდელი პარტია უკვე  გააგზავნა.

„2020 წელს, გასულ წელთან შედარებით ჯამური ექსპორტი შემცირებულია, თუმცა, ბოლო თვეებში, დაახლოებით ოქტომბერი-ნოემბერში გვაქვს ძალიან პოზიტიური ძვრები. ნოემბერში მაგალითად 5-ჯერ უფრო მეტი წინდა გაიყიდა, ვიდრე ოქომბერში, ვნახულობდი რა იყო მიზეზი  და აღმოჩნდა, რომ Amzon-ზე  წინდების ერთ-ერთ განყოფილებაში ჩვენი ბრენდი ბესტსელერი გახდა“-აცხადებს რეზი ბესელაშვილი.

შეგახსენებთმ "ალტერსოქსი" ქართველი ცოლ-ქმრის ორიგინალური სტარტაპია, რომელიც დაახლოებით 4 წლის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. კომპანია მომხმარებლებს გამორჩეულ, ფერად და სახალისო წინდებს სთავაზობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023