ბიზნესი
08/06/2021

"ალუტექ ჯორჯია" ფართოვდება

პანდემიური კრიზისის მიუხედავად „ინნ ჯგუფის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებული კომპანია „ალუტექ ჯორჯია“ ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს.  

საწარმო, სადაც ორმაგი და სამმაგი, მინა-პაკეტის წარმოება მოხდება, სავარაუდოდ მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება. სტანდარტული პროდუქციის გარდა საწარმოში შესაძლებელი იქნება ენერგოეფექტური მინა პაკეტის წარმოებაც. 

საამქრო საქართველოში აწყობილი დანადგარებითაა აღჭურვილი, პროექტის განსახორციელებლად 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ადგილზე 20-მდე ადამიანი დასაქმდება.

“მინის საწარმოს გახსნა მოთხოვნამ განაპირობა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი წარმოება საკმაოდ დიდია, მხოლოდ საკუთარი მომხმარებლებისთვის, დიდი რაოდენობის შეკვეთა სხვა საწარმოსთან გვიწევდა, შემოგვაქვს „გარდიანის“ მინები და შემდეგ სხვა საამქროებს ვამზადებინებდით, საწარმოს გახსნის შემდეგ უკვე საკუთარ საამქროში დავამზადებთ მინებს. 

ეს ჩვენი პირველი საწარმო არ არის. თბილისში გვაქვს მეტალოპლასტმასის, ალუმინის კარ-ფანჯრების საამქრო, კომპოზიტური პანელების საფრეზი საამქრო. ამავდროულად მეტალოპლასტმასის საამქრო გვაქვს ქუთაისში. ივლისში თბილისში მინაპაკეტების დასამზადებელი საამქროს და ქუთაისში ალუმინის კარფანჯრების საამქროს გახსნას ვგეგმავთ. ამის ფონზე კი სექტემბერ-ოქტომბერში ფილიალის გახსნას ბათუმში ვგეგმავთ,“ - აღნიშნა „ალუტექ ჯორჯიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პაატა კოკაიამ.

"ალუტექ ჯორჯია" თურქული ბრენდის სისტემა ალუმინიუმის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023