ბიზნესი
28/10/2020

ანაპანა - ხელნაკეთი თავსაბურავების ბრენდის გეგმები

ანაპანა ლეგენდაა მშვენიერების ქალღმერთის შთამომავლებზე, რომლებსაც თავზე შარავანდენი ჰქონდათ. სწორედ აქედან წამოვიდა თავსაბურავების კომპანიის ბრენდის სახელი "ანაპანა".

"ანაპანას" დამფუძნებელი მარიამ ფრიდონიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ თავსაბურავი ბავშვობიდან ეფარა, რომელსაც დროთა განმავლობაში აფორმებდა, ნელ-ნელა კი მისმა აქსესუარმა ტრანსფორმაცია განიცადა და მივიდა იმ კონდიციმდე როგორიც ახლაა.

„როდესაც სუხიშვილების მოცეკვავე ვიყავი, ნინო სუხიშვილმა შემომთავაზა, რომ მისი პროექტისთვის გამოეყენებინა „ანაპანები“. მივიღე ბევრი კრიტიკა, თუმცა ასევე პოპულარობა და დაინტერესება, რამაც მომცა ნიშანი - არ გავჩერებულიყავი. უკვე 1 წელია, გაყიდვაშია თავსაბურავები. საკმაოდ რთული კონსტრუქციაა, რომელიც უშუალოდ თავზე ეწყობა. გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მეხმარება ამის გაკეთებაში, თითოს შექმნას საშუალოდ 2 დღე სჭირდება და ყველას თავისი ლეგენდა მოყვება,“ - აღნიშნავს მარიამ ფრიდონიშვილი.

„ანაპანა“ ფეისბუქ და ინსტაგრამ პლატფორმების საშუალებით იყიდება, რამაც ხელი შეუწყო პანდემიის პერიოდთან ადაპტირებას. მასალას რაც შეეხება, როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ხშირი მოგზაურობიდან გამომდინარე ზოგიერთი ქსოვილი არის ინდოეთიდან, ეგვიპტიდან და ა.შ. ასევე ადგილობრივი ბაზრიდან. აღსანიშნავია, რომ „ანაპანა“ არამხოლოდ საქართველოში, არამედ ლოს ანჯელესში, ნიუ–იორკსა და ბერლინში გაიყიდა.  

„ახალი თავსაბურავების გაკეთება დავიწყეთ, რომელიც სხვა ფორმით არის და ქართულ ქუდთან ვიზუალურად ახლოსაა. კოლექცია „არგანის“ სახელით უკვე გაყიდვაშია. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებეი გვაქვს და მალე ჩვენი პროდუქცია ერთ-ერთ ცნობილ კონცეპტუალურ მაღაზიაში გაიყიდება, სადაც ქართველი დიზაინერების კოლექციებია განთავსებული. დაგეგმილია, გამოფენის გაკეთება უსინათლო ადამიანებისთვის, რომელიც იქნება მრავალპროფილიანი და განთავსდება ჩემი ნამუშევრებიც, მაგრამ რა ფორმით იქნება ამას ჯერ ვერ ვიტყვი. სამომავლო გეგმაში მაქვს კონცეპტ მაღაზიის გახსნა, სადაც ანაპანების გარდა იქნება ჩემი ნახატები, კოსტიუმები და სხვადასხვა ნამუშევარი, თუმცა პანდემიის გამო დეტალებზე საუბარი ადრეა,“ – აღნიშნავს „ანაპანას“ დამფუძნებელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023