ბიზნესი
25/09/2021

"არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობა ახალ შესაძლებლობებს გაგვიხსნის"

საქართველოს გადაწყვეტილებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი დადებით ადაფასებს.

ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია "ეფკოში", რომელიც ბაზარზე ბრენდით GeorgianBlue არის წარმოდგენილი, მიესალმებიან არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დაწყებულ მოლაპარაკებებს.

მათი თქმით, საამიროები კიდევ ერთი საექსპორტო ბაზარი იქნება ქართული მოცვის მწარმოებლებისთვის.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაჟღერებული შესაძლებლობა პოზიტიური ამბავია. არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები ლოჯისტიკასთან დაკავშირებით, თუმცა თუკი ეს ლოჯისტიკური ჯაჭვი დალაგდება მაშინ გვეხსნება ახალი შესაძლებლობები. მართალია საამიროები ვერ იქნება ძირითადი საექსპორტო ქვეყანა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საამიროები საკმაოდ მაღალ ფასს იხდის პროდუქციაში,“ - რატი მორჩილაძე - GeorgianBlue; გენერალური დირექტორი

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაიწყებს. ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ მოლაპარაკება დაიწყება სპეციალური კვლევის გარეშე, რადგან ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო - ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, ცხადია, რომ თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარეს დიდ სარგებელს მოუტანს

„საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს," - აღნიშნა ნათია თურნავამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023