ბიზნესი
17/10/2022

არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ ₾114.7 მლრდ შეადგინა

არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2021 წლის ბოლოსათვის 114.7 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 4.2 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით. 2021 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 24.7 მილიარდი ლარია. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით ფინანსური აქტივების მოცულობა გაზრდილია, ის 2020 წელს 20.9 მილიარდი ლარი იყო. გაიზარდა არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობაც. ის 2020 წლის ბოლოსთვის 94.5 მილიარდი ლარი იყო.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან, მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 4.5 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 37.3. 2021 წლის ბოლოსათვის, არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 67.1 მილიარდ ლარს გაუტოლდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 17.0 მილიარდ ლარს. 2021 წლის ბოლოსათვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან 14.3 მილიარდი ლარი წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით, ხოლო არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი (საგარეო ვალი) 11.4 მილიარდ ლარს შეადგენს. კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2021 წლის ბოლოსათვის 47.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

არაფინანსური კორპორაციების მიერ 2021 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 2.2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი შემოსავლები - 15.0 მილიარდ ლარს.

2021 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 9.6 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით 1.5 მილიარდი ლარია. ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით  92.9 მილიონ ლარს, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით, 445.8 მილიონი ლარს შეადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023