ბიზნესი
13/01/2022

არჩილ ჯაყელი: ახალი პროექტების დაწყება ამ ეტაპზე არ მიღირს

პანდემიის პარალელურად, დეველოპერული სექტორი ერთ-ერთ ნეგატიურ ფაქტორად სამშენებლო მასალებზე გაზრდილ ფასებს ასახელებს.

როგორც დეველოპერული კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სიტუაცია  დეველოპერულ სექტორში მიმზიდველი არ არის. მეტიც არსებობს რისკი, რომ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებმა ახალი პროექტები ვეღარ დაიწყონ.

„სერიოზული სირთულეები იყო, ამას დაემატა გაძვირებული სამშენებლო მასალები, წამყვანი მაინც არმატურაა. მშენებელს გაეზარდა ხარჯი, ამას კი ბინის ფასში ვეღარ დებს. მაგალითისთვის, დიდ დიღომში 1 კვ. მეტრი ბინის ფასი 600-700 დოლარი გახდა. ეს კი ტრანზაქციების რაოდენობას ამცირებს. პატარა სამშენებლო კომპანიას არ აქვს იმის რესურსი, რომ პროექტი დაასრულოს და გაყიდვა შემდეგ დაიწყოს, შესაბამისად, თუ მის უკან სერიოზული ფინანსური რესურსი არ დგას, ახალ პროექტს ვერ დაიწყებს. მეც არ მიღირს ახლის დაწყება, ამ ეტაპზე მაინც", - აცხადებს ჯაყელი.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის კომპანიას 2 მიმდინარე პროექტი აქვს, რომელსაც უახლოეს 2 თვეში დაასრულებს. ჯაყელი აცხადებს, რომ ახალ პროექტებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023