ბიზნესი
25/02/2021

არდი: კოვიდ დაზღვევა ტურისტებისთვის სავალდებულო უნდა იყოს

„ტურისტებისთვის კოვიდ დაზღვევის პირობები, სავარაუდოდ, უცხოელი სტუდენტების დაზღვევის ანალოგიური იქნება,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება თუ როდიდან და რა ფორმით ამოქმედდება ტურისტებისთვის კოვიდ დაზღვევა მიღებული არ არის.

„ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის არის ის, რომ კოვიდ დაზღვევა ტურისტებისთვის იყოს სავალდებულო. თუ სავალდებულო არ იქნება, უდიდესი ნაწილი ცხადია არ იყიდის. რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეპიდსიტუაციას. ამ ნაწილში აღსრულებასაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თუ არ გაკონტროლდა აქვს თუ არა დაზღვევა ტურისტს, დაზღვევა ექნებათ მხოლოდ ქაღალდზე და საჭიროების შემთხვევაში, არ იმუშავებს", - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, ტურისტებისთვის კოვიდ დაზღვევის ფასების ზედა ზღვარი ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის.

„თუმცა თუ გამოვალთ იქიდან, რომ კოვიდ დაზღვევაც უცხოელი სტუდენტების დაზღვევის ანალოგიური იქნება, ზედა ზღვარი ამ შემთხვევაში განსაზღვრულია 50 ლარით. 40-45 ლარიანი სადაზღვევო პაკეტებიც არის ბაზარზე. ტურისტებისთვის კოვიდ დაზღვევის ფასის განსაზღვრისას ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ვიცოდეთ თუ რამდენ ტურისტს ელის ქვეყანა. სწორედ აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდება ფასები,“ - განმარტა მიხეილ ჯაფარიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023