ბიზნესი
02/03/2021

"ასეთი სირთულის "ვრცელი ბუღალტერიის" დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია"

კერძო სექტორი დასაქმებულების სამუშაო საათების აღრიცხვასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, აკრიტიკებს. მას დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერს უწოდებენ, რომელიც ბიზნესს ფუნქციონირებას ურთულებს.

ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი, ნიკოლოზ ნანუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს რეგულაცია მსგავსი ფორმით ევროკავშირშიც კი არ არის.

„ახალი რეგულაცია საკმაოდ ვრცელ ფორმას მოიცავს. დაახლოებით 18 გრაფაა შესავსები. ეს არ არის მხოლოდ სამუშაო დროის აღრიცხვა. არამედ, ყველაფრის, რაც შეიძლება პირდაპირ, ან ირიბად დაკავშირებული იყოს სამუშაო დროსთან. მსგავსი სირთულის ფორმას ევროასოცირების დირექტივა არ ითვალისწინებს, არც ევროკავშირის პრაქტიკა. ახლა, მსგავსი სირთულის, „ვრცელი ბუღალტერიის“ დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია. ამით მიზანს ვერ მივაღწევთ. ამ ისედაც რთულ ვითარებაში ბიზნესს კიდევ უფრო გავურთულებთ ფუნქციონირებას. ეს არ არის გზა, რომელიც ეკონომიკურ სირთულეებს დაგვაძლევინებს. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც არა ეკონომიკურ ზრდაზე, არამედ მისი ვარდნის შემცირებაზე ვსაუბრობთ. ამის გაკეთება ახლა არ შეიძლებოდა.

სამუშაო დროს ევროკავშირშიც აღრიცხავენ, თუმცა ბევრად მარტივი და ადაპტირებული ფორმით. იქ დამსაქმებლებს არავინ ავალდებულებს, რომ აღრიცხონ თანამშრომელთა დისტანციურად ნამუშევარი დრო. არავინ ავალდებულებს იმ თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვას, რომლებიც მაინც და მაინც ერთ ობიექტზე არ არიან დასაქმებულები დილიდან საღამომდე“,- განაცხადა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, კომპანიებს დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა მოუწევთ. გასულ წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით ვალდებულება დამსაქმებლებისთვის დღეიდან ამოქმედდა.  წარმოებული ანგარიში დამსაქმებლებმა 1 წლით უნდა დაარქივონ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023