ბიზნესი
01/09/2021

ასოციაცია: ავტოდილერების 30% ბაზრიდან გავიდა

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბაზრიდან ავტოდილერების 30% გავიდა.

ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსი ნონიაძის განმარტებით, მათი ნაწილი უკვე სხვა საქმიანობაზე გადაერთო, ნაწილი კი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და არსებული რისკების შემცირებას ელის. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მეორადი ავტომობილების ბაზარი კი 2020 წელთან შედარებით გამოცოცხლებულია.

„2020-თან შედარებით ავტომობილებზე მოთხოვნა არის. მაგრამ როგორც ხედავთ, პანდემიის ნეგატიური ეფექტი ნარჩუნდება, ქვეყანაში ისევ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები. ამის ფონზე, მაღალი აქტივობის მოლოდინი ვერ გვექნება. ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა, არა მხოლოდ საქართველოში, ევროპასა და ამერიკაშიც მომხმარებლები ახალი ავტომობილის ყიდვისგან თავს იკავებენ. შესაბამისად, ძველს აღარ ყიდიან. ამის ფონზე ბაზარზე მეორადი ავტომობილების რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ გარკვეულწილად მეორადი ავტომობილების დეფიციტია. რამაც, რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებთან ერთად, მეორადი ავტომობილების ღირებულება 15-20%-ით გაზარდა. ფასებზე გავლენა მოახდინა ტრანსპორტირებისა და პორტის მომსახურების ხარჯების მატებამაც,“ - განმარტა ალექსი ნონიაძემ.

მისივე ინფორმაციით, ასოციაცია აქტიურად მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე საელჩოებთან იმისთვის რომ ავტოდილერებს იმპორტიორ და ექსპორტიორ ქვეყნებში კორონა ვირუსის გამო არსებული გარკვეული შეზღუდვები ნაკლებად შეეხოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023