ბიზნესი
10/08/2023

ATABATA სასწავლო კურსს იწყებს

საქორწილო აქსესუარების ბრენდი ATABATA სასწავლო კურსს იწყებს, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს“ ბრენდის დამფუძნებელმა, თამარ წიკლაურმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სასწავლო კურსი სექტემბრის თვიდან დაიწყება და აუდიტორიას საშუალება ექნება, შეისწავლონ როგორც აქსესუარების დამზადება, ასევე ბიზნესში პირველი ნაბიჯები გადადგან.

აღსანიშნავია, რომ კურსი როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე ჩატარდება.

"მომხმარებელს სხვადასხვა სახის პაკეტს შევთავაზებთ, რის მიხედვითაც ფასი განისაზღვრება.სასწავლო კურსის საწყისი ღირებულება, 150 ლარიდან დაიწყება. "- აცხადებს წიკლაური.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, ემიგრანტების მხრიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა. ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა იტალია, ესპანეთი და ამერიკა. შესაბამისად, წიკლაური ვარაუდობს, რომ მეტწილად კურსი ონლაინ სწავლებით იქნება დატვირთული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023