ბიზნესი
31/01/2021

აურა - ქართველი თინეიჯერის ახალი კოსმეტიკური ბრენდი

უსაფრთხო, ვეგანური და ორგანული კოსმეტიკური საშუალებები ასეთია არასრულწლოვანი თინეიჯერის ბიზნეს წამოწყება. ახალი ბრენდი "აურა" მომხმარებელს ტუჩის, სახის და ტანის სკრაბებს, ტუჩსაცხებს, სურნელოვან ზეთებს, თვალის მინერალაურ ჩრდილს და კიდევ რამდენიმე დასახელების პროდუქტს სთავაზობს.

პროდუქციას ნიაკო ხეჩიკაშვილი თავად ამზადებს. საქმიანობა პანდემიის პერიოდში, ზაფხულში, საკუთარი დანაზოგით დაიწყო. მცირე ბიზნეს კურსი კარიერული განვითარების ცენტრში გაიარა, ონლაინ ესწრება ვებინარებს და ვორქშოფებს - კოსმეტოლოგიის მიმართულებითაც და პარალელურად სწავლის საზღვარგარეთ გასაგრძელებლად ემზადება.

"ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩემს პროდუქტებს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა, ყოველდღიურად მაკვირვებს მოთხოვნის რაოდენობაც და მომხმარებლის დამოკიდებულებაც. ვეგანი ვარ და ამიტომ გადავწყვიტე ამ მიმართულებით შემექმნა თავის მოვლის საშუალებები. პროდუქციის შეძენა ამ დროისთვის მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი. მომწონს, როდესაც ხარისხზე აღნიშნავენ და ამბობენ, რომ ფასთან მიმართებით გაცილებით მაღალია" - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" „აურას“ დამფუძნებელი ნიაკო ხეჩიკაშვილი

ნედლეული ნაწილობრივ ადგილობრივი, ნაწილობრივ კი იმპორტირებულია. ფასები მასობროვ მოხმარებაზეა გათვლილი. სამომავლოდ „აურა“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს.

"თებერვლიდან უკვე ახალ პროდუქტებს გამოვიტანთ, ეს იქნება განსხვავებული ფორმულის ტუჩსაცხი, წარბის და წამწამის მოვლის ნაკრები, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ჩემზე უფრო გამოცდილ და კომპეტენტურ ადამიანთან ერთად, აკნეს საწინააღმდეგო საშუალებების შექმნასაც ვფიქრობ. ბიზნესის და კოსმეტოლოგიის ცოდნას კიდევ უფრო გავიღრმავებ, გავაერთიანებ და ბევრ საინტერესო პროდუქტს შევთავაზებ ქართველ მომხმარებელს,“ - ამბობს ნიაკო ხეჩიკაშვილი.

ბრენდი „აურა“ ბაზარზე 2020 წლის ივლისის თვიდანაა წარმოდგენილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023