ბიზნესი
25/01/2023

Autoelement: ავტომობილების გაზრდილმა იმპორტმა, შესაძლოა, ავტონაწილები გააძვიროს

როგორია ტენდენციები, გაიაფდება თუ გაძვირდება ავტონაწილები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

ავტონაწილების მოძიების და რეალიზაციის ონალინ პლატფორმა Autoelement-ის თანადამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ რომ მზარდმა მოთხოვნამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ფასებზე და ავტონაწილები კიდევ უფრო გაძვირდეს.

"ავტომობილების იმპორტი გაიზარდა, სადაც გარკვეული წილი საექსპორტო ავტომობილებზე მოდის, რომლებსაც სჭირდება აღდგენა შემდგომი რეალიზაციისთვის, შესაბამისად მოთხოვნა გაიზარდა ავტონაწილებზეც და ბოლო 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

იქედან გამომდინარე რომ ჯერ კიდევ მზარდი მოთხოვნაა, ვვარაუდობთ, რომ ეს ავტონაწილების ფასებზე გავლენას მოახდენს და მათი ფასი კიდევ მოიმატებს."- აცხადებს ბიქტორ სალდაძე.

მნიშვნელოვანია, რომ ავტონაწილების შეძენა გაამარტივა პროცესების გაციფრულებამაც. მომხმარებელმა და ასევე რეალიზატორებმა გადაინაცვლეს ონალიან პლატფორმებზე, რაც პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური და საჭირო გახდა.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 11.6% შეადგინა, რამაც მოთხოვნა გაზარდა ავტონაწილებზეც.

შეგახსენებთ, რომ autoElement–ის მობილური აპლიკაცია ავტომფლობელებსა და მაღაზიებს ერთმანეთთან აკავშირებს. შედეგად, ავტომფლობელი ზოგავს ავტონაწილების ძიების დროს, 7–8 საათიდან 5 წუთამდე. აპლიკაციაში მოთხოვნის გაგზავნით, რამდენიმე წუთში მაღაზიები კონკრეტული პროდუქტის შესახებ შეთავაზებებს უგზავნიან მომხმარებელს, ხოლო ის ირჩევს საუკეთესო ვარიანტს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023