ბიზნესი
12/04/2021

ავერსი ფარმა: ქსელში მედიკამენტებზე დეფიციტი არ არსებობს

“ავერსი ფარმას“ დირექტორი  ირაკლი ფურცელაძე „ბიზნესპარტნიორთან“  კატეგორიულად უარყოფს  გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტების დეფიციტია. მისი განცხადებით, კომპანიას გააჩნია მარაგებიც.

„ვერ დაგიდასტურებთ, რომ რაიმე დეფიციტია, ვინაიდან ბაზარზე კონკრეტული პროდუქტის მოხვედრის უამრავი გზა არსებობს. შეიძლება რომელიმე მედიკამენტს რეგისტრაციის ვადა აქვს გასული, ახალი რეგისტრაციაა აუცილებელი და მომწოდებელი ამას ელოდება. ასე ზოგადად საუბარი რთულია, თუმცა, დანამდვილებით მინდა გითხრათ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე პროდუქციის დეფიციტი არ არსებობს.

შესაძლოა, რომელიმე კონკრეტულ პროდუქტს შეფერხება ჰქონდეს, ეს შეიძლება ტრანსპორტირებასთან იყოს დაკავშირებული, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო ლოჯისტიკა შედარებით გართულდა, თუმცა, ჩვენ ამის გამო მარაგები გვაქვს შექმნილი. იმის გათვალისწინებით რომ გარკვეული სირთულეები პანდემიის გამო შეიძლებოდა ყოფილიყო სპეციალურად გავზარდეთ მარაგები, რათა ბაზრის უწყვეტი მომარაგება გაგვეხორციელებინა.

ზოგიერთი მომწოდებელი გადის ბაზრიდან, შესაბამისად, აღარ ხდება მისი მოწოდება, თუმცა, მას აქვს ანალოგები და ჩანაცვლებადია,“ - აცხადებს ფურცელაძე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023