ბიზნესი
19/02/2021

"ავერსი-რაციონალი" საექსპორტო გეოგრაფიას აფართოებს

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი-რაციონალი" საექსპორტო გეორგრაფიას აფართოებს.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი, მალხაზ კურტანიძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, პანდემიამ პროცესები შეაფერხა, თუმცა მნიშვნელოვნად ხელი კომპანიას არ შეშლია და პირიქით, ექსპორტის გაფართოებასაც გეგმავს.

სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ერაყი - ეს „ავერსი რაციონალის“ მიერ ნაწარმოები სამკურნალო საშუალებების საექსპორტო ქვეყნების ჩამონათავალია. ნავარაუდევია, რომ მათ რიგს, უახლოეს მომავალში, პოსტ საბჭოთა სივრცის, აზიის და აფრიკის რეგიონის რამდენიმე ქვეყანა უნდა შეემატოს.

"ერთი მხრივ, ახალ ქვეყნებში შევსლას ვაპირებთ, მეორე მხრივ, კი უკვე წარმოდგენილს ქვეყნებში ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას,“ - აცხადებს მალხაზ კურტანიძე.

მისივე თქმით, კომპანიას სარეგისტრაციოდ ჩაბარებული აქვს მედიკამენტები ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც.

"მათაგან აუდიტს ველოდებით და, შეიძლება ითქვას, რომ ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. უკვე დავასრულეთ წინასწარი გათვლები და გაანგარშება სხვადასხვა ფორმის (თხევადი და მყარი) წამლების წარმოებასთან დაკავშირებით. ვცდილობთ, რომ გავაფართოოთ საქმიანობა და რაც შეიძლება მეტი პროცესი გადმოვიტანოთ საქართველოში, ამით მეტ ადამიანსაც დავასაქმებთ, ბიუჯეტშიც მეტი თანხა შევა და სამკურნალო საშუალებების თვითღიებულებაც შემცირდება,“ - განმარტავს „ბიზნესპარტნიორთან“ „ავერსი-რაციონალის“ გენერალური დირექტორი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023