ბიზნესი
02/08/2023

ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები საქართველოში ავტომომობილების ფასების შემცირებას ელიან

ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები საქართველოში ავტომომობილების ფასების შემცირებას ელიან. მათი განმარტებით, ამის მიზეზი ავტომობილების  ჭარბი მიწოდება და ბაზრის გაჯერებაა.

როგორც Lion Group-ის საოპერაციო დირექტორი იოსებ ბორცვაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, არაპროგნოზირებადი ვითარების ფონზე, ავტომობილების მიწოდებამ საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში,  მოთხოვნას გადააჭარბა.

„2022 წელს იყო არაპროგნოზირებადი ვითარება და ფასების პროგნოზირებაც ჭირდა. ბაზარზე ავტომობილების ჭარბი მიწოდება დაფიქსირდა. შედეგად, მართალია,  დიდ კომპანიებს არ შექმნიათ პრობლემა,  თუმცა მცირე კომპანიების ნაწილი დაზარალდა.  მათ მოიზიდეს  ინვესტიციები, ჩამოიყვანეს მანქანები, მაგრამ რეალიზაცია უჭირთ, რადგან ბაზარი გაჯერებულია. ჭარბი მიწოდების პირობებში, ფასები, რა თქმა უნდა, დაიწევს, ამით მომხმარებლები ისარგებლებენ.“-აღნიშნა იოსებ ბორცვაძემ.

მისივე განმარტებით, მეორად ავტომობილებზე ბოლო ათწლეულია მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია.

„ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან გაზრდილია მოთხოვნა მეორად ავტომობილებზე. წელს დაემატა რამდენიმე ახალი ქვეყანა,  სადაც რეექსპორტს ვახორციელებთ,  მათ შორის ყირგიზეთი, ყაზახეთი. საქართველო ავტომობილების ექსპორტის კუთხით, რჩება ძირითად  ჰაბად და ეს მოცემულობა, ვფიქრობ, წლების განმავლობაში შენარჩუნდება.“-აღნიშნა იოსებ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, ავტომობილების იმპორტის ზრდის ფონზე, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საბაჟო ტერმინალები გადატვირთული იყო, თუმცა დღეს ეს ამოცანა დაძლეულია.  

„2022 წელს სამ თვეს სცდებოდა ავტომობილების ტრანსპორტირების პერიოდი. წელს ამ კუთხით ვითარება დასტაბილურდა და სტანდარტულად შეიძლება ითქვას, რომ საშუალოდ ორ-ორნახევართვეში მომხმარებელს ადგილზე ყავს მანქანა.“-განმარტა იოსებ ბორცვაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023