ბიზნესი
09/03/2023

ავტოპარკის ზრდის პირობებში ტექდათვალიერებაზე მიყვანილი ავტომობილების რაოდენობა შემცირდა

ავტოპარკის ზრდის მიუხედავად, ტექინსპექტირებაზე მიყვანილი ავტომობილების რაოდენობა მცირდება და მილიონ 600 ათასი ავტომობილიდან შემოწმებაზე 800 ათასამდე მანქანა გადის. სადაა დანარჩენი თითქმის ნახევარი - უცნობია. ეს განცხადება „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით 2022 წელს, უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც დაიკლო იმ ავტომობილების რაოდენობამ, რომლებიც შემოწმებაზე მიიყვანეს. შემცირება კი - თუნდაც მცირედი, მისი თქმით, ალოგიკურია იმ ფონზე, როცა ავტოპარკი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება.

ვაჟა იორდანიშვილი ტექინსპექტირების სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ აუცილებელია, ინსპექტირების საფასური მოქნილი იყოს და იცვლებოდეს, რადგან ის კრიტერიუმები, რომლებიც რეფორმის დასაწყისში დადგინდა, შეიცვალა. გადასახედია ტარიფებიც.  

მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ ასოციაცია ითხოვდა ტექინსპექტირების საფასურის 20 ლარით გაზრდას. თუმცა მიღებული ცვლილებით, რომელიც მიმდინარე წლის 1 თებევრლიდან ამოქმედდა, 20-ლარიანი გადასახადი დახარვეზებული ავტომობილის განმეორებით შემოწმებაზე დაწესდა, რაც მანამდე უფასო იყო. ამ ცვლილებამ კი, ვაჟა იორდანიშვილის თქმით, დარგს შემოსავლების მხოლოდ 10%-იანი მატება მოუტანა, რაც ამ სფეროს განვითარებისთვის საკმარისი არ არის.

„ეს ის სფეროა, სადაც მუდმივად უნდა ხდებოდეს პერსონალის გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ზრდა. თუმცა ძველი ტარიფის პირობებში ეს შეუძლებელია. შედეგად, ხდება კვალიფიციური კადრების კადინება და სექტორში კვალიფიკაციის პრობლემაა. ეს კი მომსახურების ხარისხზე აისახება,“ - აღნიშნა იორდანიშვილმა.

ცნობისთვის: საქსტატის მონაცემენით, 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოში  ქვეყნის მასშტაბით 1 მილიონ 563 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელს 5%-ით აღემატება. რაც შეეხება ტექდათვალიერების პროცესს, მას პირველ ეტაპზე წარმატებით ავტომობილების დაახლოებით მესამედი გადის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023