ბიზნესი
15/09/2020

BAG: აუცილებელია ბენზინისა და დიზელის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში რიგი კომპომენტების დამატება

საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლის კუთხით განხორციელებული ცვლილებების პარალელურად, აუცილებელია ბენზინისა და დიზელის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში რიგი კომპომენტების დამატება", - განმარტავენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

ბენზინისა და დიზელის საწვავზე დღეს მოქმედი ხარისხობრივი ნორმები მხოლოდ 4 (ოთხი) საკონტროლო კომპონენტით შემოიფარგლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების საწვავის ხარისხის სრული სპექტრით შემოწმებას და მისი შესაბამისობის დადგენას ევროპულ სტანდარტებთან.

სამართლებრივი კუთხით აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, რომ მთავრობის შესაბამისი დადგენილებით ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებს დაემატოს მინიმუმ რამოდენიმე კომპონენტი.

ამასთან, შემდგომი, ძალზედ მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება დაწესებულ ხარისხობრივ სტანდარტებზე მუდმივი დაკვირვება და კონტროლი. აღსრულების მექანიზმების ეფექტურობის ამაღლება და მათი სრულყოფის აუცილებლობა ასევე ეხება სულ ახლახანს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის დიდი ძალისხმევით მიღებულ ცვლილებებს, რომლებიც გულისხმობს იმპორტირებული და ადგილზე წარმოებული ნავთობპროდუქტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრებას.

ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი პროგრესული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებათა ეფექტური აღსრულება პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან და შესაბამისად თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობასთან.

იმედი გვაქვს, რომ ხარისხობრივ ნორმებში რამოდენიმე კომპონენტის დამატებაზე მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც, ბუნებრივია, ჩაითვლება როგორც ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023