ბიზნესი
11/10/2023

BAG: დასაქმების ბარომეტრის მზარდი დინამიკა მიმდინარე კვარტალშიც შენარჩუნებულია

BAG ინდექსის მესამე კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელმა 43.9 ქულა შეადგინა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია როგორც წინა, ასევე გასულ კვარტლებთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ბარომეტრი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ.

მიმდინარე კვარტალში, მონაცემები გაუმჯობესებულია ყველა სექტორში, მშენებლობის სექტორის გარდა. აღნიშნულ სექტორში, მაჩვენებელი 18.2 ქულით არის შემცირებული წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით, რაც სავარაუდოდ, განპირობებულია მეორე კვარტალში დასაქმების მიმართულებით დაფიქსირებული ძალიან პოზიტიური მოლოდინით, რომელიც მესამე კვარტალში არ გამართლდა, მეტიც, სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 9%-მა კადრების შემცირება დააფიქსირა აღნიშნულ კვარტალში. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული შემცირება გამოწვეულია კადრების გადინებით, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ქვეყანაში არსებულ საკადრო დეფიციტს.

უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულთა რაოდენობასთან ერთად, კვლევის ანგარიშში ასევე განხილულია, კომპანიებში დასაქმებულთა ანაზღაურების დინამიკაც. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში კომპანიების 35%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, რაც სექტორულად თუ განვიხილავთ, უმეტესად ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში დაფიქსირდა.

საგულისხმოა ასევე, რომ გამოკითხულთა 91%-ის განცხადებით, აღნიშნული სახელფასო ზრდა 0-20%-იან შუალედში დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს ყოველკვარტალურად.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023